“ბარსელონას” 22 წლის მცველი, ოსკარ მინგესა, სავარაუდოდ, სეზონს კატალონიურ კლუბში დაასრულებს, იტყობინება Cadena SER.
ცნობის თანახმად, მინგესას “ვალენსიაში” ტრანსფერი აქტუალური აღარაა. მის მიმართ ინტერესს “ბორდო” იჩენს, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა ფრანგული კლუბის ვარიანტს გამორიცხავს. “ბორდო” ლიგა 1-ის ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
მიმდინარე სეზონში ესპანელს 30-დან 19 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მინგესა იჯარით წასვლაზე თანახმაა, რადგან სტაბილური სათამაშო პრაქტიკი მიღება სურს, რასაც რიკი პუჩზე ვერ ვიტყვით.
რა თქმა უნდა უნდა წავიდეს, სწორედ პრაქტიკისთვის, აბა ბორდო დარჩება თუ გავარდება ვის აინტერესებს. იჯარა ალბათ ექვსთვიანი იქნება და აწყობილ გუნდში დაბრუნდება.