რონალდ დე ბური: ფრენკი დე იონგი ბარსაში ცოტათი დაკარგულია, ის ბედნიერი არაა

რონალდ დე ბური: ფრენკი დე იონგი ბარსაში ცოტათი დაკარგულია, ის ბედნიერი არაა

“ბარსელონას” ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რონალდ დე ბურმა მის თანამემამულეზე, “ბლაუგრანას” ნახევარმცველზე, ფრენკი დე იონგზე ისაუბრა.

დე იონგი კვლავ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა, ახლა, როდესაც მას მოედანზე ვხედავ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფრენკი ძალიან მორცხვობს. ის არ აჩვენებს იმ ენერგიას, რაც რეალურად აქვს. ჩანს, რომ ის ცოტათი დაკარგულია და ბედნიერი არაა.

მწვრთნელების მუდმივმა ცვლილებამ, შესაძლოა, დე იონგზე გავლენა იქონია. გარდა ამისა, ბუსკეტსი კვლავ სასტარტოს ფეხბურთელია. ის იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელიც ფრენკისთვის საუკეთესოა.

დე იონგს დაცვა ძალიან კარგად შეუძლია. ის სწრაფია, დიდ სივრცეებს ფარავს… ბუსკეტსი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მას ბევრი იცავს.

ფრენკი მომავალია, ბუსკეტსი – არა. სერხიომ თავისი საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

– ციტირებს რონალდ დე ბურის სიტყვებს El Pais.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    25 იან 2022, 15:36

    უყურე შენ ფრენკი ვერ ყოფილა ბედნიერი, დე იონგი კი არა აგერ მესი ფეხბურთის მეფეა და ის არ არის ბედნიერი პსჟ-ში.
    გაანძრიოს ამან ერთი ადგილი და გაბედნიერდება.

  • EL MAESTRO 6
    24 იან 2022, 20:33

    ნუ ჩემპიონატების დონესაც ხო გააჩნია და აიაქსი როგორიც იყო აქ ისეთი ვერ იქნება, ხოდა ეს ბებერი ბუსი ერთხელ მაინც გადასვან სკამზე და ათამაშონ ფრენკი საყრდენზე, მაინტერესებს თუ გამოუვა რამე

  • Clever liar
    24 იან 2022, 18:03

    სრული სიმართლეა, მესმის ფეხბურთელი თუ მის პოზიციაზე არ თამაშობს, შესაბამისად ითრგუნება და ვერც მის საუკეთესო თამაშს აჩვენებს, მაგრამ სულ რომ კარში ჩაგაყენონ, შენი მონდომება და შრომა რომ ბუსკეცისაზე უკეთესი ჩანდეს ხომ უნდა დაგვანახო ეს.. სად ჩანს ვინ ხედავს ან მაგის სწრაფად ამოვსებულ სივრცეს, ან მაგის დაცულ კუთხეს მოედნის რომელიმე ფლანგში?

  • La Pulga10
    24 იან 2022, 17:48

    რატომ არ დარბის ეგ შობელძაღლი?თუ მაგდენი შეუძლია რატომ არ იხარჯება ბოლომდე?რა მნიშვნელობა აქვს რა პოზიციაზე გათამაშებენ მონდომება უნდა ანახო.ტიპს სირბილი ეზარება.

  • Andria
    24 იან 2022, 17:41

    მეტს ვერაფერს იტყვის ვერავინ. სიმართლე ესაა

  • NEYBarca
    24 იან 2022, 17:33

    100% 👍