ფრენკი დე იონგი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ “ბარსელონას” შემადგენლობის ხელშეუხებელ წევრებს შორის იყო, ახლა კლუბის დატოვებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან – წერს AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Sport-იც. წყაროს ცნობით, ნიდერლანდელ ნახევარმცველს ისეთივე ავტორიტეტი აღარ აქვს, როგორც ადრე. მიმდინარე სეზონში მისი თამაში არც ისე შთამბეჭდავია, რაც კლუბის ხელმძღვანელებს არ ხიბლავთ. ამასთან ერთად, გუნდში “ლა მასიელი” ნახევარმცველების, გავისა და ნიკოს როლის გაზრდა და პედრის დაბრუნება ფრენკის შემადგენლობაში ყოფნის საჭიროებას ამცირებს.
დე იონგის ტრანსფერით “ბარსას” საკმაოდ დიდი თანხის მიღება შეეძლება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Transfermarkt 24 წლის ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს. მისი შეძენით ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან.
თითქოს კარგია 70 მილიონი, მაგრამ ჩვენ რო მსგავსი ფებურთელი მოვინდომოთ აუცილებლად 100+ მილიონს მოგვთხოვენ ვინც არ უნდა იყოს.
დღევანდელი ფრენკის მდგომარეობით (საშინელ ფორმაშია და საშინელი სეზონი აქვს მთლიანად!( გინდათ საყრდენზე დააყენეთ და გინდათ კარში (ხისთავამ თითქმის სცადა ეგ ამბავი ) ვერ თამაშობს ფაქტია ! …ნიკო საყრდენზე ?! რა გინდათ ეხლა თქვენ რატომ ღუპავთ ამ ბიჭს რა დააშავა ?
…ბუსკეტსის დრო აშკარად ამოიწურა! მაქსიმუმ სკამი ….ასე რომ მთელი დაცვის ხაზთან ერთად საყრდენიც ასევე დიდი თავის ტკივილია და მოსაძებნია (სუბიექტური ვარ რასაკვირველია)
დე ბრუინი იმ შუაშია , რომ ჩელსიში ჩაკარგული და უმოტივაციო , სიტის მოტორი გახდა და წარმოუდგენელია ეს გუნდი მის გარეშე . ფრენკის რაც შეეხება , ნუ შეადარებთ დემბილეს დორტმუნდში თამაშს , რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა გუნდი თავის ლიდერობით და რეალს რაც დამართა ყველას კარგად გვახსოვს . და სწორედ მაგას ვგულისხმობ , როდესაც პარალელს ვავლებ დე ბრუინსა და ფრენკის შორის , მას შეუძლია გუმამოძრავებელი გახდეს , ყველაფერი აქვს საიმისოდ , ნდობის გარდა . და კიდევ 90 მილიონად გავყიდოთო , ჰოლანდი ღირს 70 , და რა გამოდის დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს ვაბოლებთ თუ როგორ არის ეგ ამბავი ? თუ არაფერი შეუძლია 90 ვინ უნდა გადაიხადოს ?!