მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ბარსაში” არ ვიცით უხამსად როგორ ვითამაშოთ”

ჩავი: “ბარსაში” არ ვიცით უხამსად როგორ ვითამაშოთ”

“ბარსელონას” ვიცე–კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა ვრცელი ინტერვიუ მისცა El Mundo–ს. გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს:

 

ჩავისთან ფრთხილად უნდა იყოთ. რამდენადაც ის ფეხბურთის ფილოსოფოსია, ჩვეულებრივი ინტერვიუ მასთან შესაძლოა ისეთივე მახეს დაემსგავსოს, როგორსაც ის მოედანზე ხლართავს.

 

ჩავი: არა, ასე ნუ იტყვით! მე ესპანური ფეხბურთის შესანიშნავი თაობის ნაწილი ვარ… იქ არიან პუიოლი, კასილიასი, ინიესტა, ვილია, პედრო, ბუსკეტსი, პიკე… საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ლუის არაგონესმა უპირატესობა შემტევი სტილის ფეხბურთს მიანიჭა, ყველა საუბრობს ჩემზე, ინიესტაზე ან მესიზე… ერთ დროს დაბალი ფეხბურთელები (1,70 მ) ცუდ ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ, ახლა კი ჩვენ თურმე სხვა პლანეტიდან ვართ!

მე ნამდვილი “კულე” ვარ. უამრავი გუნდი დამკავშირებია კარგი წინადადებით, მაგრამ მე “ბარსა” მიყვარს.

 

El Mundo: გენატრებათ “ლა მასიას” ძველი შენობა, რომელიც ახლახანს დახურეს?

ჩავი: კი, ცოტა მენატრება. ეს ჩემი ცხოვრების სკოლა იყო. აქ გვასწავლიდნენ რომ ვყოფილიყავით თავაზიანები ყველას მიმართ, როგორ მოვქცეულიყავით. ასევე გვასწავლიდნენ ერთმანეთის მხარდაჭერას.

 

El Mundo: ალბათ ეშმაკობებსაც სჩადიოდით.

ჩავი: ცუდ რაღაცეებს არ ვაკეთებდი, ვინაიდან ჩემი მშობლები ღამით არ მტოვებდნენ იქ, თუმცა სიამოვნებით ვიზამდი. ისინი შესანიშნავ დროს ატარებდნენ!

 

El Mundo: საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებით იმისთვის, რომ უცხოპლანეტელი ფეხბურთელი გიწოდოთ.

ჩავი: მე საკმაოდ ნორმალური ვარ. ჩემი დალაქი მეუბნება, რომ მსოფლიოში ყველაზე ცუდი თმები მაქვს.

 

El Mundo: თქვენ Pelopo–ს გეძახდნენ.

ჩავი: დიახ, ზუსტად ამიტომ (თმების გამო)… მე ჩვეულებრივად ვიცმევ, ისე, როგორც მე მომწონს…

 

El Mundo: რომელ ტატუს აირჩევდით?

ჩავი: არ ვიცი. საკმაოდ იმპულსური ვარ და სხვა სახის რამ მომწონს. მიყვარს ტენისი, თეატრი, კინო… ტატუდ ავირჩევდი ისეთ რამეს, რაც კავშირში იქნებოდა ჩემს ოჯახთან ან მეგობრებთან, იმას, რაც მუდმივია.

 

El Mundo: რაიმეს მსგავს “დედის სიყვარული”?

ჩავი: არა! მაგას არა…

 

El Mundo: როცა “ბარსაში” მიხვედით 4,000 პესეტას (24 ევრო) გიხდიდნენ, და ახლა…

ჩავი: “ბარსაში” 11 წლის ასაკში მივედი. ხელფასის მისაღებად კლუბის ოფისში უნდა მივსულიყავით. სასიამოვნო იყო იქ მისვლა და ფულის მიღება. სხვაგვარი გრძნობა იყო.

 

El Mundo: ახლა რამდენს გამოიმუშავებთ იცით?

ჩავი: რა თქმა უნდა! ახლახანს მივიღეთ ხელფასები, ასე რომ…

 

El Mundo: სოლიდური თანხა იქნება, თუ გავითვალისწინებთ კრიზისს… როგორ მიდის თქვენი უძრავი ქონების ბიზნესი?

ჩავი: არც ისე კარგად, კრიზისის გამო დავზარალდით. ზოგი გავაქირავეთ, ზოგიც გავყიდეთ, თუმცა ბევრი არა… ჩემს ბიზნესს ოჯახი კურირებს.

 

El Mundo: რას ფიქრობს ლაპორტაზე?

ჩავი: ის განსაკუთრებული პიროვნებაა. ვირტუოზია და ძალიან ძლიერი. ის გულწრფელია და არასდროს გაუცრუებია ჩვენი იმედები.

 

El Mundo: თქვენ ფეხბურთის ქირურგი ხართ.

ჩავი: ძალიან მიყვარს ფეხბურთში ყველაფრის ანალიზი, ნამდვილად მესმის ეს საქმე. ყველას უყვარს ფეხბურთი, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ესმით ის.

 

El Mundo: ყველაზე მეტად რა პრობლემა/სიტუაცია გაღიზიანებთ?

ჩავი: უსამართლობა მაღიზიანებს, რაც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, როცა ფეხბურთელი ცუდად ატარებს მატჩს, მაგრამ გოლს გაიტანს, პრესა მხოლოდ მასზე საუბრობს. მძულს ასეთი რამ.

 

El Mundo: კიდევ იქნება “კლასიკო”. არ დაიღალეთ ამ თამაშებით?

ჩავი: გულშემატკივრებს და პრესას მოსწონს ეს თამაში და გარემო, რომელიც მას ახლავს, და ჩვენც მოგვწონს. ასევე გუნდებს შორის არის ისტრიული და პოლიტიკური მეტოქეობა…

 

El Mundo: თუ გვარდიოლას შევადარებთ ფერან ადრიას (ადამიანი, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო შეფმზარეული), მაშინ მოურინიო უნდა შევადაროთ?…

ჩავი: ბევრი არაფერი გამეგება მზარეულობაში, მაგრამ გვარდიოლა ფეხბურთის ისტორიას ქმნის. მოურინიო ბევრ ტიტულს მოიგებს.

 

El Mundo: ბოლოს როდის მოიწყინეთ ძალიან?

ჩავი: რამდენიმე დღის წინ წავედი ჩემს სახლში კოსტა ბრავაზე და არ ვიცოდი რა გამეკეთებია. ყველა, ვისაც ვინობდი,მუშაობდა!

 

El Mundo: “სალვამეს” ყურება არ გიცდიათ? (ესპანური გადაცემა, გამოჩენილი ადამიანების შესახებ)

ჩავი: არა! ჩემი ზოგიერთი მეგობარი უყურებს, მაგრამ მე არ მომწონს. ზოგიერთისთვის ის ჰობია, მაგრამ მე კროსვორდების შევსება მირჩევნია.

 

El Mundo: ხალხისთვის ორი “ოპიუმი” არსებობს: ფეხბურთი და პრესა.

ჩავი: თუ გავითვალისწინებთ კრიზისს, რომელიც ესპანეთშია და თუ ფეხბურთი ხალხს ეხმარება ამ კრიზისის დავიწყებაში და გართობაში, შესანიშნავია…

 

El Mundo: რატომ არ გახსენებენ არასდროს ასეთ შოუებში?

ჩავი: იმიტომ, რომ მარტოხელა ვარ! ჰაჰაა… არ ვიცი რას გულისხმობთ… იმის თქმა მინდა, რომ ზაფხულში მეც მივდივარ იბიცაზე… მაგრამ ვცდილობ არ წავიდე ყველაზე პოპულარულ ადგილებში, სხვების მსგავსად.

 

El Mundo: ბევრს ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ფეხბურთის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შესძელით?

ჩავი: დიახ! მე იძულებული ვიყავი სკოლიდან 16 წლის ასაკში გამოვსულიყავი, ვინიდან დილით და შუადღეს ვარჯიშები მქონდა. სიამოვნებით ვისწავლიდი გეოგრაფიას. მიყვარს რუქების თვალიერება… ან ვისწავლიდი ესპანეთის ფიზიკური მეცნიერებისა და სპორტის ინსტიტუტში.

 

El Mundo: შუადღეს თავისუფალი ხართ.

ჩავი: დიახ და ახლა ინგლისურის სწავლა დავიწყე… ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ ამ კუთხით! მოტომრბოლელები, პილოტები თუ ჩოგბურთელები, ყველანი საუბრობენ ინგლისურად. მე მასწავლებელი ავიყვანე.

 

El Mundo: სადაურია?

ჩავი: ბარსელონელი.

 

El Mundo: ოჰ, კარგი!…

ჩავი: ის ძალიან კარგია! წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

 

El Mundo: რა არის თქვენი სისუსტე?

ჩავი: ემოციური კუთხით არაფერი. საკმაოდ სტაბილური ვარ. გამიმართლა, რომ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს – ვთამაშობ ფეხბურთს.

 

El Mundo: საჭიროა, თუნდაც ცხოვრებაში, უხამსი თამაში?

ჩავი: ისევე, როგორც ყველა სპორტში, ტყუილი ფეხბურთშიც არსებობს. მაგრამ ჩვენ “ბარსაში” არ ვიცით როგორ ვითამაშოთ უხამსად. მითუმეტეს არც ცხოვრებაში.

 

El Mundo: რამდენჯერ უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს?

ჩავი: ერთნახევარჯერ. არ მიყვარს ამის ყურება, არ არის კარგი თამაში.

 

El Mundo: თქვენ რომ იყოთ “გამპროტესტებელი”, რას გააპროტესტებდით?

ჩავი: პოლიტიკური საკითხების ჩართვა ეროვნულ გუნდში ძალიან მაღიზიანებს. ხშირად მთხოვენ, რომ არჩევანი გავაკეთო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსა და კატალონიას შორის. რატომ მთხოვენ ამას? ასეთი რამ უკითხავთ დანი პედროსასთვის (მოტომბრბოლელი) ან გასოლისთვის (კალათბურთელი)? ბევრი კატალონიელი სპორტსმენი თამაშობს ეროვნულ გუნდში, მაგრამ მხოლოდ მე და კარლეს პუიოლს გვისვამენ ასეთ შეკითხვას. მე იმაშიც კი დამადანაშაულეს, თითქოს არ მინდოდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაში, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატში ტრავმირებულმა ვითამაშე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში