“ბარსელონადან” იჯარით წასული ალექს კოლიადო Marca-სთან ჩაწერილ ინტერვიუში გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის შესახებ საუბრობს.
კითხვას, თუ რატომ არ მისცა კუმანმა მას პირველ გუნდში შანსი, იგი პასუხობს, რომ არ იცის, რადგან ნიდერლანდელი მას, თითქმის, საერთოდ არ ეკონტაქტებოდა.
“ბარსა B-ში” ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენე. ჩემთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მან მიიღო. არ ვიცი, ჩემი თამაში არ მოსწონდა თუ პრობლემა სხვა რამეში იყო. ბოლოს, კუმანთან ვარჯიშის სურვილიც აღარ მქონდა. ასეთ სიტუაციაში ვიყავი და იგი არც კი მელაპარაკებოდა. დეტალებში შესვლა არ მინდა. რთული მომენტები გამოვიარე, მაგრამ “ბარსა” მაინც ჩემი ცხოვრების კლუბია.
– ამბობს კოლიადო.
ზაფხულში 22 წლის ფეხბურთელი იჯარით “შეფილდში” უნდა გადასულიყო, მაგრამ ოპერაცია სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ჩაიშალა, რის გამოც, “ბარსამ” მისი დარეგისტრირება ვერც “ბარსა B-ში” შეძლო და ვერც პირველ გუნდში. იგი იანვრამდე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ახლა, იგი “გრადანაში” 6-თვიანი იჯარით თამაშობს.
სხვათაშორის გავის ამან აკიდა წითელი მგონი
აი ასე აფუჭებდა ახალგაზრდებს ის ვირი, მაგრამ თუ ძალიან დონე შეხვდებოდა მაგალითად პედრი, იმას მოედანზე კლავდა.
იმედია დააბრუნებენ კოლადოს, კუმანი დასაკოდია ამის გამო
კუმანის ვითომ მწვრთნელი … ეგ მაქსიმუმ ნაკრებში უნდა იყოს მაგის ადგილი კარგ კლუბში არარი
დაბრუნდება ეს სეზონის ბოლოს და იმედი მაქვს მიცემს ხავი შანს
მეცოდება ეს ბიჭი,აკომაჩებს და დემირებს ხომ ჯობია