ავტორიტეტულმა სპორტულმა საიტმა goal.com–მა მთელი აგვისტოს განმავლობაში დაიწყო საუკეთესო 50 ფეხბურთელოს გამოვლენა.
ათვლა 50–იდან დაიწყო და შევიდა ყველა წარმატებული ფეხბურთელი. უკვე დღეს კი გამოვლინდა პირველადგილოსანი, რომელიც კატალონიური “ბარსელონას” ვარსკვლავი ლეო მესი აღმოჩნდა.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში პირველობა” – განაცხადა მესიმ.
“მადლობას ვუხდი goal.com–ის ყველა ჟურნალისტს და მილიონობით მკითხველს, რომელიც მე ძალას მმატებდა.”
“ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ყველაფერი მაძლევს იმის მოტივაციას, რომ ვითამაშო უფრო უკეთ.”
ლეოს მამამ ხორხემ ასევე დიდი სიხარული გამოხატა:: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ლეოსთვის რა თქმა უნდა საუკეთესო გვინდა. იგი არ ცდილობს იყოს პირველი, მაგრამ ასეთი ფაქტი ყოველთვის გვახარებს.”
მესი გახდა პირველი ორგზის გამარჯვებული ცხრილისა (2008–2009, 2010–2011). პირველობა თითო თითოჯერ მოიპოვეს კრისტიანო რონალდომ (2007-08) და უესლი სნეიდერმა (2009-10).

