workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტულისთვის ბარსას ორი ფეხბურთელი იბრძოლებს

საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტულისთვის ბარსას ორი ფეხბურთელი იბრძოლებს

FIFA-ს წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის წოდების მოპოვებისთვის “ბარსელონას” ორი მოთამაშე იბრძოლებს. ფინალისტთა სამეულში, რომელიც ცნობილი ახლახანს გახდა, “ჩელსის” ავსტრალიელ ფორვარდ სემ კერთან ერთად ალექსია პუტელიასი და ჯენი ერმოსო მოხვდნენ. 

მამაკაცთა შორის ამ სტატუსისთვის ლიონელ მესი იბრძოლებს, რომლის კონკურენტებიც რობერტ ლევანდოვსკი და მოჰამედ სალაჰი იქნებიან. 

2021 წელს მიღწეული შედეგებისთვის ალექსია პუტელიასმა ოქროს ბურთი უკვე დაიმსახურა, ერმოსო კი ხმების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი აქაც სემ კერს ერგო. 

The Best-ის დაჯილდოების ცერემონია 17 იანვარს გაიმართება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 08 იან 2022, 16:20
    #1

    აქაც რო ლეომ გაიმარჯვოს, ლევანდოვსკი ალბათ თავს ჩამოიხრჩობს. ისე გუშინ ლევანდოვსკის გოლმა ვერ უშველა ბაიერნს და 1-2 წააგო მიუნხენგლადბახთან.