workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა კოლიადოს დებიუტი ბარსას წინააღმდეგ შედგეს

შესაძლოა კოლიადოს დებიუტი ბარსას წინააღმდეგ შედგეს

“ბარსელონას” 22 წლის ფეხბურთელი, ალექს კოლიადო, რომელიც 6-თვიანი იჯარით “გრანადაში” გადავიდა, ანდალუსიურ კლუბში დარეგისტრირებული კვლავ არ არის.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” “გრანადასთვის” გარკვეული დოკუმენტები გადაცემული არ აქვს, რაც დარეგისტრირების პროცესს აჭიანურებს. “გრანადაში” ფიქრობენ, რომ შესაძლოა, “ბარსელონას” არ სურდეს, რომ კოლიადომ ხვალ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის გარემოცვას სჯერა, რომ ბიუროკრატიული საკითხები დღეს ან ხვალ მოგვარდება და კოლიადო “ბარსასთან” თამაშს შეძლებს. უკვე 15 დღეა, რაც იგი რობერტ მორენოს გუნდთან ერთად ვარჯიშობს. “ბარსელონასგან” განსხვავებით, “გრანადას” ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებული არ აქვს და პროცესის დასრულებას ელოდება.

“ნუევო ლოს კარმენესზე” გასამართი დაპირისპირება სტარტს ხვალ, თბილისის დროით, 21 საათსა და 30 წუთზე აიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 07 იან 2022, 17:24
    #7

    ციტატა: Maradona
    აი დემირი რატო ამჯობინეს ამას ან ტრინკაო გაუგებარია. ტრადიციულად ესეც გაგვიტანს ახლა გოლს.


    მახსოვს მუნირი რო გავუშვით ვალენსიაში და სანდრო მალაგაში იმ წელს ორივემ გაგვიტანა

  • Truxilio
    schedule 07 იან 2022, 17:04
    #6

    გამორიცხული არააა ))))nika 54,

  • nika 54
    schedule 07 იან 2022, 16:12
    #5

    ამის ხელფასსაც ჩვენ ხო არ გვახდევინებენ შემთხვევით.

  • Maradona
    schedule 07 იან 2022, 13:03
    #4

    აი დემირი რატო ამჯობინეს ამას ან ტრინკაო გაუგებარია. ტრადიციულად ესეც გაგვიტანს ახლა გოლს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 იან 2022, 12:24
    #3

    ციტატა: Moriba
    არაუხოს მხოლოდ 10 დღე გაუცდებაო მშვენიერია❤


    ვაახ კიდევ კარგი

    რაღაც პონტში გული მიგრძნობს რომ გოლს გაგვიტანს, ღირსები ვიქნებით ამან თუ შეგვიგდო

  • Andria
    schedule 07 იან 2022, 12:14
    #2

    ციტატა: Moriba
    არაუხოს მხოლოდ 10 დღე გაუცდებაო მშვენიერია❤


    ვაიმე ძალიან კარგია სად წაიკითხე ?

  • Moriba
    schedule 07 იან 2022, 11:35
    #1

    არაუხოს მხოლოდ 10 დღე გაუცდებაო მშვენიერია❤