“ბარსელონამ” გუშინ ღამით დღის მეორე სესია გამართა, რომელსაც “ნბა”–ს ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი დაესწრო. პეპ გვარდიოლამ ვარჯიში ჟოან გამპერის კომპლექსზე გამართა.
დღის მეორე სესია, რომელიც პირველის მსგავსად ნებაყოფლობითი იყო 19 საათზე დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, რომელსაც ლებრონ ჯეიმსი დაესწრო. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ლებრონმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მოინახულა.
დღის მეორე ნებაყოფლობით ვარჯიშზე ფეხბურთელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს, რათა ევროპის სუპერთასისთვის მომზადებულიყვნენ. როგორც დილის, ასევე ღამის სესიაზე პირველი გუნდის ყველა წევრი იმყოფებოდა. ფილიალიდან სესიაზე მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი იმყოფებოდნენ. ამ დროს ტრავმირებული ფეხბურთელები, პუიოლი, აფელაი, მაქსველი და ალექსის აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=]



