ბარსელონას შემადგენლობაში, შესაძლოა, 6 ფეხბურთელის დებიუტი შედგეს

ბარსელონას შემადგენლობაში, შესაძლოა, 6 ფეხბურთელის დებიუტი შედგეს

საკადრო პრობლემების გამო “ბარსელონას” დღევანდელი მატჩის განაცხადი უჩვეულოდ ბევრი სარეზერვო გუნდის მოთამაშითაა დაკომპლექტებული. 21 ფეხბურთელისგან შემდგარ სიაში პირველი გუნდის მხოლოდ 11 მოთამაშეა, რომელთაგან ორი მეკარეა, ერთი ლუკ დე იონგი და ერთიც სამუელ უმტიტი.

განაცხადში მოხვედრილი “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელებიდან 6-ს პირველ გუნდთან ერთად ოფიციალურ მატჩში არასდროს უთამაშია და რამდენიმე მათგანს, დიდი ალბათობით, დღეს თავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემა. დებიუტის მოლოდინში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

ალვარო სანსი – 20 წლის ნახევარმცველი, რომელიც მიმდინარე სეზონს “ბარსა ბ-ში” ატარებს და პირველი გუნდის სათადარიგოთა სკამზე რამდენიმეჯერ უკვე მოხვდა;

არნაუ კომასი – 21 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა ამხანაგურ მატჩში აქვს მიღებული; 

მიკა მარმოლი – 20 წლის ცენტრალური მცველი “ბარსას” სისტემას 2019 წელს შეუერთდა და პირველ გუნდში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია;

გილემ ხაიმე – “ბარსა ბ-ს” 22 წლის კაპიტანი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა;

ლუკას დე ვეგა – ტექნიკური თვისებებით გამორჩეული ბრაზილიელი ნახევარმცველი, გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონს;

ესტანის პედროლა – 2003 წელს დაბადებული ვინგერი “ბარსა ბ-ს” ოფიციალური წევრი ჯერ არაა და ამ გუნდში მხოლოდ 4-ჯერ უთამაშია, თუმცა კლუბისთვის არასახარბიელოდ დასრულებულ UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე მონაწილეობას იღებდა; 

“მალიორკა”-“ბარსას” დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალ სოსიედადის” ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ამაღამ გამარჯვების შემთხვევაში ჩავი ერნანდესის გუნდს სეზონის პირველი ნახევრის ოთხეულში დასრულების საკმაოდ რეალური შანსი ექნება. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • nika 54
    02 იან 2022, 16:16

    ახლა წაგება არაფრით არ შეიძლება, საკმაოს ახლოს ვართ ოთხეულთან და მინიმუმ ქულა მაინც უნდა აიღონ.

  • EL MAESTRO 6
    02 იან 2022, 14:21

    ამ თამაში არ ვიცი რამდენად მოხდება მაგრამ ის მარჯვენა მცველი აუცილებლად უნსა გამოსცადონ, არც მინგეზა, არც დესტი არ უქნია ღმერთს, ხოდა ვცადოთ ჩვენი არა მიდის, იქნებ მაზარუის მოყვანა აღარ დაგვჭირდეს და ისეთია, სადაც ამდენ არასრულწლოვანს მისცენ შანსი 22 წლის ფეხბურთეკები ისესაც გვინსა და აცადონ იქნებ ეას შვება

  • torniket
    02 იან 2022, 14:11

    ბარსა ბ-ს კაპიტანი თუა მარჯვენა მცველი აქამდე როგორ ვერ გამოცადეს რამდენი წელია პრობლემური პოზიციაა და აქამდე სად იყვნენ?