workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მალიორკა-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

მალიორკა-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლია, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგამ დღევანდელი თამაშის ჩატარება მაინც გადაწყვიტეს.

დღეს “ბარსელონა” 2022 წლის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ახალ წელსა და “მალიორკასთან” სტუმრად გასამართ მატჩს ძალიან სერიოზული პრობლემებით, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვხვდებით.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონამ” 2021 წელი კარგად დაასრულა. ჩავის გუნდი ბოლო მატჩში “სევილიას” ეწვია, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს. “ბლაუგრანამ” მეტოქე აშკარად დაჯაბნა, თუმცა ქულები მაინც დაკარგა – 1-1.

“ბარსას” ლა ლიგაში გასვლაზე 4 თამაშია, არ წაუგია, მაგრამ ამ მატჩებიდან კატალონიელებმა მხოლოდ 1 მოიგეს.

“მალიორკას” ლა ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს, ისიც სტუმრად. ლუის გარსიას შეგირდებმა საკუთარ მოედანზე ბოლოს ოქტომბერში მოიგეს. “ვიზიტ მალიორკაზე” გამართული უკანასკნელი 4 თამაში ფრედ დასრულდა, აქედან ბოლო 2 უგოლოდ.

დანაკლისი

თამაშს ორივე გუნდი პრობლემებით ხვდება, მაგრამ ეს განსაკუთრებით “ბარსელონაზე” ითქმის, რომელსაც 16 ფეხბურთელი აკლია. დესტს, დემბელეს, ალვესს, კოუტინიოს, გავის, ბალდეს, ალბასა და ეზალზულის კორონავირუსი აქვთ, ბუსკეტსსა და გავის დისკვალიფიკაცია, დეპაის, ფატის, ბრეითუეიტს, პედრისა და რობერტოს ტრავმები აწუხებთ, ფერან ტორესი ლა ლიგაში დარეგისტრირებული ჯერ არაა, ხოლო, დემირი გუნდი წევრად აღარც მიიჩნევა.

გუშინ დადასტურდა, რომ კორონავირუსი მოირჩინეს ლანგლემ და უმტიტიმ, მაგრამ ისინი იმ პოზიციაზე თამაშობენ, სადაც ყველაზე ნაკლებად გვიჭირს – დაცვის ცენტრში.

ვიცით, რომ “მალიორკაში” კორონავირუსი 4 ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბის 3 წარმომადგენელს დაუდასტურდა, მაგრამ მათი ვინაობა ჯერ არ კონკრეტდება. მასპინძლებს სედლერი, კოსტა, რაილო, ა. როდრიგესი და ჰოპე არ ეყოლებიან, ამატის თამაში თითქმის გამორიცხულია, ხოლო სასტრეს, რუსოსა და კუბოს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონას” “მალიორკას” წინააღმდეგ აქამდე 67-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 38 შეხვედრა მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 17 დათმეს, გაიტანეს 135 და გაუშვეს 74 გოლი.

ამ გუნდების ბოლო 7 შეხვედრა “ბარსელონამ” მოიგო, თანაც ყველა მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით. “მალიორკას” “ბლაუგრანა” 2009 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული. მეტოქის მოედანზე გამართულ ბოლო 5 მატჩში “ბარსამ” ყველა მოიგო და გოლი მხოლოდ ერთში გაუშვა.

არბიტრი

შეხვედრას გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის. მისი კარიერული და “ბარსელონას” მატჩების სტატისტიკა შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონას” “მალიორკასთან” გამართულ ბოლო 4 თამაშში მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 დაპირისპირების როგორც პირველი ტაიმი, ასევე მთლიანი შეხვედრა “ბარსელონამ” მოიგო;
  • “ბარსელონამ” “მალიორკასთან” სტუმრად გამართული ბოლო 13 თამაშიდან 11 მოიგო;
  • “მალიორკას” მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 თამაში ფრედ დასრულდა;
  • “მალიორკამ” ლა ლიგის ბოლო 3 საშინაო შეხვედრაში როგორც პირველი ტაიმი, ასევე მთლიანი თამაში ფრედ დაასრულა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 შეხვედრიდან ხუთში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ახერხებდა;
  • ბუკმეკერები “მალიორკას” მოგებას 3.4 კოეფიციენტს ანიჭებენ, ეს კი მოგების 29%-ს ნიშნავს, თუმცა “მალიორკა” ასეთი კოეფიციენტის თამაშების 46%-ს იგებს;
  • ბუკმეკერები “ბარსას” მოგებას 2.15 კოეფიციენტს ანიჭებენ, ეს კი მოგების 47%-ს ნიშნავს, თუმცა “ბარსელონა” ასეთი კოეფიციენტის თამაშების მხოლოდ 18%-ს იგებს;
  • ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერთშეხვედრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “მალიორკა” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 26 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “მალიორკას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონა” ბოლო 7 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.

ჩავი მატჩის წინ

კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით. 17-18 ფეხბურთელი გვაკლია. თამაშის გადასადებად შესაფერისი მომენტია. საღად უნდა ვიაზროვნოთ. ხვალ თამაშს აზრი არ აქვს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

მალიორკა (4-2-3-1): რეინა, მაფეო, ვალხენტი, ვალხენტი, რუსო, ოლივანი, ბაბა, სევილია, დ. როდრიგესი, სანჩესი, ლი, ანხელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ლანგლე, ნიკო, ფ. დე იონგი, პუჩი, აკომაში, ლ. დე იონგი, ჟუტგლა

Sport

მალიორკა: რეინა, კოსტა, ვალხენტი, რუსო, მაფეო, დ. როდრიგესი, დე გალარეტა, ბაბა, ლი, ანხელი, კუბო

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, მინგესა, ფ. დე იონგი, ნიკო, პუჩი, ჟუტგლა, ლ. დე იონგი, აკომაში

AS

მალიორკა (4-2-3-1): რეინა, მაფეო, ვალხენტი, რუსო, კოსტა, ბაბა, დე გალარეტა, მბულა, ლი, დ. როდრიგესი, ანხელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, მინგესა, ფ. დე იონგი, ნიკო, პუჩი, ჟუტგლა, ლ. დე იონგი, აკომაში

Mundo Deportivo

მალიორკა (4-2-3-1): რეინა, მაფეო, რუსო, ვალხენტი, კოსტა, ბაბა, დე კალარეტა, ლი, კუბო, დ. როდრიგესი, ანხელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, მინგესა, ნიკო, ფ. დე იონგი, პუჩი, აკომაში, ლ. დე იონგი, ჟუტგლა

პროგნოზი

  • WhoScored: 0-1
  • Sportskeeda: 1-2
  • Sportsmole: 0-1
  • Squawka: 1-2

ტრანსლაცია

თამაში 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Merlo
    schedule 02 იან 2022, 12:11
    #4

    ამ გუნდითაც შეუძლიათ გამარჯვება.

  • Ferran torres
    schedule 02 იან 2022, 12:07
    #3

    იმედია მოვიგებთ

  • nika 54
    schedule 02 იან 2022, 12:02
    #2

    და გუნდი თუ დაკომპლექტდება, დაგვრჩა 11 ფეხბურთელი?

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 იან 2022, 12:01
    #1

    ————შტეგენი
    არაუხო–პიკე–უმტიტი
    —–ფრენკი—-ნიკო
    მინგეზა———-პუჩი
    აკომაჩი—-ლ.დე იონგი—ჟუტგლა
    ვიცი სლეობაა მაგრამ მგონი ამ თამაშისთვის კარგი ვარიანტია
    ცვლილებები:
    პედრიოლი—აკომაჩი
    ლენგლე—უმტიტი
    ნეტა თამაშამდე კიდევ ვინმე თუ განიკურნა ითამაშებს?