workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მალიორკასთან თამაშის მსაჯი ცნობილია

მალიორკასთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ესპანურმა ლა ლიგამ მე-19 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა “მალიორკასა” და “ბარსელონას” შეხვედრის მსაჯის ვინაობაც.

“მალიორკასთან” სტუმრად გასამართ თამაშში 44 წლის ანტონიო მატეუ ლაოსი იმსაჯებს.

ლაოსი, რომელიც ლა ლიგაში 2008 წლიდან მსაჯობს, ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობა 257 შეხვედრაში მიუღია. იგი თამაშში საშუალოდ 0.24 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, 4.88 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს.

ვალენსიელ არბიტრს “ბარსელონას” 44 მატჩში უმსაჯია. ამ შეხვედრების “ბლაუგრანას” ასეთი სტატისტიკა აქვს – 29 მოგება (66%), 9 ფრე (20%) და 6 წაგება (14%). ლაოსმა “ბლაუგრანას” ფეხბურთელს წითელი ბარათი 6-ჯერ უჩვენა, მეტოქე გუნდის მოთამაშეს კი – 9-ჯერ. მან კატალონიელების სასარგებლოდ 6 თერთემტეტრიანი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 1.

“ბარსას” ბოლო შეხვედრა, რომელსაც ლაოსი გაუძღვა, კატალონიელებისთვის ავადგასახსენებელია. ეს მიმდინარე სეზონში “რაიო ვალიეკანოსთან” სტუმრად გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც “ბლაუგრანამ” 0-1 წააგო.

ლაოსი “მალიორკას” 14 მატჩს გაძღოლია. აქედან ბალერიელებმა მხოლოდ 4 მოიგოს (29%), 6 ფრედ ითამაშეს (43%) და 4 წააგეს (28%). მას მოედნდან არც “მალიორკას” და არც მეტოქე გუნდის ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია. მან გუნდის სასარგებლოდ – 1, ხოლო საწინააღმდეგოდ ასევე 1 პენალტი დანიშნა.

“მალიორკასა” და “ბარსას” შეხვედრა კვირას თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 31 დეკ 2021, 16:37
    #4

    გუნდი არა გვყავს და მსაჯი რას გვიშველის.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 დეკ 2021, 20:51
    #3

    angry "წითელბარათაძე"!

  • El pistolero 9
    schedule 30 დეკ 2021, 19:26
    #2

    ამან ძაან აურია ამ ბოლო დროს და იმედია თავს არ მაგინებინებს ამ საახალწლოდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 დეკ 2021, 15:58
    #1

    ამათ ში@ ხომ არ ააქვთ? ვინღა გვრჩება გუნდში?