ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 თებერვალი
- 19-02-2021, 10:02
-
Writer
- 4

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 თებერვალს მოხდა.
თამაშები
19 თებერვალს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1911 წელი
კატალონიის ჩემპიონატზე "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 6-0 გაანადგურა. გოლები პერსი უოლასმა (3), ფორნსმა, გვარდიოლამ და ჩარლზ უოლასმა გაიტანეს.
1930 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ტომას ერნანდეს "მორენო". 1952-1956 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 81 თამაში ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.
1933 წელი
ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონა" "არენას დე გუეჩოსთან" 1-5 განადგურდა. სტუმართაგან გოლი მარტიმ გაიტანა.
1950 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 5-0 გაანადგურა. 4 გოლი სესარმა გაიტანა, ხოლო ერთხელ თავი ნიკოლაუმ გამოიჩინა.
1977 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა. 2006-2008 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 80 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
1994 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 8-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები რომარიომ (3), კუმანმა (2), ამორმა, კიკემ და სტოიჩკოვმა გაიტანეს.
2012 წელი
"ვალენსიასთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში, რომელიც მესისთვის ლა ლიგაში მე-200 თამაში გამოდგა, არგენტინელმა თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
2017 წელი
"ლეგანესთან" საშინაო შეხვედრაში (2-1) ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში მე-400 თამაში ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]