ფერან ტორესი ბარსელონას წინააღმდეგ

ფერან ტორესი ბარსელონას წინააღმდეგ

უკვე ოფიციალურად, ფერან ტორესი “ბარსელონაში” ითამაშებს.

იგი “ბარსელონას” “მანჩესტერ სიტიდან” შეუერთდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელი “ვალენსიას” აღზრდილია და ლა ლიგაში 71 თამაში აქვს ჩატარებული, მათ შორის, “ბლაუგრანას” წინააღმდეგაც. 4 მატჩიდან, რომელშიც ტორესი “ბარსელონას” დაუპირისპირდა, 3 ლა ლიგაში შედგა, ერთი კი – ესპანეთის თასზე.

პირველი მატჩი 2017/18 წლების სეზონში კოპა დელ რეის ნახევარფინალი იყო, რომელიც “კამპ ნოუზე” “ბარსამ” ლუის სუარესის გოლით მოიგო. 18 წლის ფერანი მოედანზე 74-ე წუთზე შემოვიდა.

ამის შემდეგ იყო 3 მატჩი ლა ლიგაში. პირველ მათგანში “ვალენსია” “კამპ ნოუზე” ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა ლეო მესის დუბლის წყალობით, “ბარსამ” გათანაბრება შეძლო. ტორესი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე იყო, იგი თამაშში მე-40 წუთზე, ტრავმირებული კევინ გამეიროს ნაცვლად, ჩაერთო. ამავე სეზონში “ბარსა” და “ვალენსია” ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ, თუმცა მას მონაწილეობა არ მიუღია.

2019/20 წლების სეზონში ფერანმა ორივე მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. პირველ წრეში “ბარსამ” “ვალენსია” 5-2 დაამარცხა. მეორე წრეში კი, როდესაც გუნდს უკვე კიკე სეტიენი წვრთნიდა, “მესტალიაზე” “ღამურებმა” 2-0 იმარჯვეს. ერთი ასისტი ფერანის ანგარიშზე იყო.

საბოლოო ჯამში, მისი მონაგარი “ბარსას” წინააღმდეგ ასეთია: 4 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 221 წუთი, 1 ასისტი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    29 დეკ 2021, 12:13

    რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, ერთი წლით ხო არ მოგვყავს, მე ის უფრო მაინტერესებს როდის დაარეგისტრირებენ, რო ითამაშოს უკვე.

  • El pistolero 9
    29 დეკ 2021, 02:11

    იმედია ბარსას მაისურით ვალენსიას წინააღმდეგ უკეთესი სტატისტიკა ექნება