წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
23 დეკემბერს “ბარსელონამ” 8 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს და 2 წააგეს.
1900 წელი
“ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის ისტორიაში პირველი ბარსელონური დერბი გაიმართა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.
1928 წელი
ესპანეთის თასის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სოეიდადი” 6-0 გაანადგურა. 5 გოლი აროშამ გაიტანა.
2007 წელი
“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” 0-1 წააგო.
2017 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედიზედ მესამე “ელ კლასიკო” მოიგო, ამჯერად 3-0. გოლები ლუის სუარესმა, ლიონელ მესიმ და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს.
ისე ვალვერდეს ერთი დადებითი ჰქონდა რეალთან არ აგებდა კლასიკოს და ლა ლიგას იგებდა. თუმცა რაც მაგ კაცმა დამართა გუნდს იმას თუ გავითვალისწინებთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი( პრინციპში ცუდი როგორ ვთქვა), მოკლედ შეუფერებელი მწვრთნელია. რაც იცოდა ის ჩინებულად ათამაშა გუნდს და თავს ზევით ძალა არაა. მომყვანის ბრალია ყველაფერი მე მაგის…
2017 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ მესამე "ელ კლასიკო" მოიგო, ამჯერად 3-0. გოლები ლუის სუარესმა, ლიონელ მესიმ და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს.
აი ამას რო ვკითხულობ სულ ვალვერდე მენატრება. რეალი ხო მაინც დააჩმორა, ლიგა თუ ვერ დადო.