წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
22 დეკემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1901 წელი
კატალონიის ჩემპიონატზე “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” 7-0 გაანადგურა. გოლები სტეინბერგმა (3), გამპერმა (2) და გარსიამ (2) გაიტანეს.
1929 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რასინგი” 5-0 გაანადგურა. გოლები აროშამ (3) და პიერამ (2) გაიტანეს.
1935 წელი
ლა ლიგის საშინაო “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” 0-3 განადგურდა.
1959 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი გერმანელი ნახევარმცველი ბერნდ შუსტერი. 1980-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 241 თამაში ჩაატარა და 91 გოლი გაიტანა. შუსტერმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. 1988 წელს ის “ბარსელონადან” “რეალ მადრიდში” გადავიდა.
1973 წელი
“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” მადრიდის “ატლეტიკო” 2-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში იოჰან კრუიფმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, რომელსაც “მოჩვენება გოლი” ეწოდა.
1974 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დანი გარსია. 1999-2003 წლებში მან “ბლაუგრნას” მაისურით 89 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.
2009 წელი
იოჰან კრუიფმა კატალონიის ნაკრებს პირველად უთავკაცა. “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა არგენტინის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.
2013 წელი
“ბარსელონა” “ხეტაფესთან” 0-2 აგებდა, მაგრამ პედროს ჰეთ თრიქის წყალობით 5-2 მოიგო.
2020 წელი
ლიონელ მესიმ “ბარსელონაში” 644-ე გოლი გაიტანა და ერთი გუნდის მაისურით გატანილ გოლებში პელეს რეკორდი გაუმჯობესა.
კი ეგაა მემგონი
და ის პატარა ქერა, შემთხვევით ბარსას დღევანდელი ბორდის წევრი "კრუიფი უმცროსი" ხო არ არის.