workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კატალონიაში გულშემატკივართა დასწრების შეზღუდვა ბრუნდება

კატალონიაში გულშემატკივართა დასწრების შეზღუდვა ბრუნდება

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მძვინვარებისა და განსაკუთრებით მისი ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვები წესდება. გამონაკლისი არც კატალონიაა.

Cope-ს ინფორმაციით, კატალონიის მთავრობამ სხვადასხვა რეგულაციები დააწესა, რომლებიც სპორტსაც შეეხო. წყაროს ცნობით, სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა დასწრების დასაშვები ოდენობა 70%-მდე შემცირდა. შეზღუდვები ძალაში ხუთშაბათიდან შევა.

წყარო დასძენს, რომ ახალი რეგულაციების ხანგრძლივობა 15 დღე იქნება.

ესპანეთის მოსახლეობის დაახლოებით 80% პროცენტი ვაქცინირებულია, თუმცა მთავრობას ახალი შტამი ამკრძალავი ღონისძიებების გატარების საფუძველს მაინც აძლევს.

ცნობისთვის, კატალონიაში სტადიონების სრულად გავსება რამდენიმე თვის წინ გახდა დასაშვები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 22 დეკ 2021, 12:59
    #7

    ციტატა: nika 54
    ახლახანს ჩემი ესპანელი შვილიშვილი 10 წლის, დაავადდა ამ ვირუსით. ჩემი შვილიც და რძალიც აცრილები არიან ბავშვს კი მაინც შეხვდა. ეტყობა სკოლაში.


    აცრილები ავრცელებენ ზუსტად ამ ვირუსს

    ციტატა: VanillaDream
    განსხვავება ნახეთ ხალხის აზროვნებას შორის უბრალოდ (ინტელექტის დონე ძალიან დაბალია საქართველოში სამწუხაროდ), ქვეყნის 80 პროცენტი აცრილია და ჩვენთან კამანდას ჰგონია რომ სხეულში ანტიქრისტე შეყავთ ნემსით.


    ინტელექტი კი არა ექსპერიმენტალურია ეს ვაქცინა, 1 წელში კარგი ვაქცინა ვერ შეიქმნება ფიზიკურად და რა შუაშია ანტიქრისტე?

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2021, 11:58
    #6

    ახლახანს ჩემი ესპანელი შვილიშვილი 10 წლის, დაავადდა ამ ვირუსით. ჩემი შვილიც და რძალიც აცრილები არიან ბავშვს კი მაინც შეხვდა. ეტყობა სკოლაში.

  • me da barca
    schedule 21 დეკ 2021, 23:51
    #5

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ჭირს ვერასდროს მოვიშორებთ.

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 23:19
    #4

    აუ ეს რა ჭირი ჭირს მსოფლიოს

  • nikusha
    schedule 21 დეკ 2021, 22:52
    #3

    ციტატა: Davita

    ციტატა: VanillaDream
    განსხვავება ნახეთ ხალხის აზროვნებას შორის უბრალოდ (ინტელექტის დონე ძალიან დაბალია საქართველოში სამწუხაროდ), ქვეყნის 80 პროცენტი აცრილია და ჩვენთან კამანდას ჰგონია რომ სხეულში ანტიქრისტე შეყავთ ნემსით.


    აზრი მერე აცრილი თუა? აცრილსაც ხვდება ვირუსი, გადამდებებიც არიან და კვდებიან კიდეც, მე არ ვიცრები ძმაო და არც ვაპირებ ამათი საცდელი ვირთხა ვიყო, ისევ ჩემ იმუნიტეტს ვენდობი და ღმერთის წყალობით ჯერ არაფერი შემხვედრია მითუმეტეს სამსახური მაქვს ისეთი რომ სულ ხალხში მიწევს ყოფნა


    დავით შენ გაიხარე! მეც არ ვიცრები და არც ავიცრები მითუმეტესს სამედიცინო სფეროში ვარ, მაგრამ ბევრ ეჭვებს და უამრავ კითხვებს მიჩენს რომლის პასუხი უბრალოდ არ არსებობს!

  • Davita
    schedule 21 დეკ 2021, 20:06
    #2

    ციტატა: VanillaDream
    განსხვავება ნახეთ ხალხის აზროვნებას შორის უბრალოდ (ინტელექტის დონე ძალიან დაბალია საქართველოში სამწუხაროდ), ქვეყნის 80 პროცენტი აცრილია და ჩვენთან კამანდას ჰგონია რომ სხეულში ანტიქრისტე შეყავთ ნემსით.


    აზრი მერე აცრილი თუა? აცრილსაც ხვდება ვირუსი, გადამდებებიც არიან და კვდებიან კიდეც, მე არ ვიცრები ძმაო და არც ვაპირებ ამათი საცდელი ვირთხა ვიყო, ისევ ჩემ იმუნიტეტს ვენდობი და ღმერთის წყალობით ჯერ არაფერი შემხვედრია მითუმეტეს სამსახური მაქვს ისეთი რომ სულ ხალხში მიწევს ყოფნა

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 19:05
    #1

    რა მნიშვნელობა აქვს 70% მაინც არ ივსებოდა შეზღუდვის გარეშეც