workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელჩეს პირველი და სესარის ერთადერთი თამაში კამპ ნოუზე

ელჩეს პირველი და სესარის ერთადერთი თამაში კამპ ნოუზე

დღეს “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრას ჩაატარებს. კატალონიელთა მეტოქე ვალენსიური “ელჩე” იქნება.

Sport-მა გაიხსენა პირველი შემთხვევა, როდესაც “ელჩემ” “კამპ ნოუზე” ითამაშა. უფრო საინტერესო კი სტუმარი გუნდის რიგებში ერთი ფეხბურთელის გამოჩენა იყო.

1960 წლის 10 იანვარს ლა ლიგაში ახლად აღზევებული “ელჩე” “ბარსელონას” ეწვია. კატალონიელები იმდენად გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ, რომ მათთან 0-2 წაგება სტუმართა მოთამაშე მწვრთნელმა, 40 წლის სესარ როდრიგესმა დადებით შედეგად შეაფასა.

სესარ როდრიგესი დღესდღეობით “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მაგალითად ქართველ გულშემატკივრებს შორის ბევრმა მის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. არადა ესპანელი თავდამსხმელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი იყო. სესარის 57 წლიანი რეკორდი 2012 წელს დაემხო, როდესაც მას ლიონელ მესიმ გადაასწრო. დღემდე “ბარსას” მაისურით სესარზე მეტი ოფიციალური გოლი მხოლოდ ლეოს აქვს გატანილი, მეტს არავის.

1960 წლის იანვრის მატჩი იყო პირველი და ერთადერთი, რომელიც სესარმა “კამპ ნოუზე” ჩაატარა, ისიც არა “ბარსელონას”, არამედ “ელჩეს” მაისურით. ამის მიზეზი ისაა, რომ როდრიგესმა “ბლაუგრანა” 1955 წელს დატოვა, “კამპ ნოუ” კი 1957 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით კატალონიელი არ იყო, სესარი “ბარსელონასადმი” განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ყოველთვის ხაზს უსვამდა და კლუბს ძალიან ემადლიერებოდა. სხვანაირად ვერც მოხდებოდა, მას ხომ “ბლაუგრანაში” 16 წელი ჰქონდა გატარებული. სესარ როდრიგესი 1995 წელს, 74 წლის ასაკში სწორედ ქალაქ ბარსელონაში გარდაიცვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 18 დეკ 2021, 15:21
    #2

    ლეგენდა ყოფილა ცხონებული.

  • El pistolero 9
    schedule 18 დეკ 2021, 13:30
    #1

    სუარესი რომ დაეტოვებინათ უეჭველი გადაასწრებდა