workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუეროს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია

სერხიო აგუეროს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია

“ბარსელონას” არგენტინელმა შემტევმა, სერხიო აგუერომ, პრესკონფერენცია გამართა

არითმიის აღმოჩენის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აგუეროს ჯანმრთელობისთვის ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში საფრთხის შემცველია. შედეგად, იგი იძულებულია, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

პრესკონფერენციაზე მასთან ერთად კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, წარდგა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პეპ გვარდიოლა და ჩიკი ბეგირისტაინი ესწრებოდნენ.

აგუერო:

ძალიან რთული მომენტია, ეს არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია. 
ექიმებმა მირჩიეს, რომ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ კარიერას დავასრულებდი. ეს გადაწყვეტილება ერთი კვირის ან 10 დღის წინ მივიღე. ბედნიერი ვარ იმ კარიერით, რომელიც მქონდა. ფეხბურთის თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ევროპაში თამაშს შევძლებდი.
მინდა, გითხრათ, რაიმე შანსის საპოვნელად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გამოვიდა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც მოვიდნენ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად მეპყრობოდნენ და მადლობა მათაც, ვინც არცისე კარგად მექცეოდა. მხოლოდ დადებით ამბებს ვიტოვებ. მადლობა ყველას. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და მათ წარმატებებს ვუსურვებ, ისინი ძალიან კარგი თანაგუნდელები არიან და საუკეთესოს იმსახურებენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც თავიდანვე გვერდით მედგა.
არ ვიცი, რა მელის მომავალში. ვიცი ის, რომ ბევრი ადამიანი არსებობს ისეთი, ვისაც ვუყვარვარ და ჩემთვის საუკეთესო სურს.
რაც აქ ჩამოვედი, ყველა ძალიან კარგად მეპყრობოდა. ასეთი რამ სხვაგან არ გამომიცდია. აქ დიდებული გულშემატკივრები არიან, ამას ქუჩაშიც ყველასგან ვგრძნობდი.
ფეხბურთს თავაწეული ვტოვებ.
კოპა ამერიკის მოგება გამორჩეული მომენტი იყო. ბევრი არ მითამაშია, მაგრამ ბიჭებთან ერთად ვიყავი. ამ წარმატებას წლების განმავლობაში ვეძებდით. ძალიან ბედნიერი ვიყავი. და ბოლო გოლი “რეალთან” გავიტანე. ბოლო გოლისთვის არცისე ცუდია, არა?

ლაპორტა:

მე შენს გვერდით ვარ, ისევე, როგორც იმ კლუბების წარმომადგენლები, რომლებშიც გითამაშია. მადლობა “ბარსელონაში” მოსვლისთვის. დღეს, სწორი გადაწყვეტილება მიიღე, ჩვენ მხარს გიჭერთ.
შენ სახელგანთქმული ფეხბურთელი ხარ, დაბადებული გოლეადორად. ვისურვებდით, რომ უფრო ადრე მოსულიყავი, მაშინ, როდესაც “ატლეტიკოში” თამაშობდი.
ცხოვრების ამ ახალი ეტაპისგან სიამოვნებას მიიღებ, შენ ამას იმსახურებ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

“ბლაუგრანაში” მან 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც მან მადრიდის “რეალს” გაუტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 15 დეკ 2021, 23:56
    #8

    ფეხბურთში თქვა ამ კაცმა თავისი სიტყვა, სიტის ლეგენდაა და პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე. ტრავმიანი რომ არ ყოფილიყო შირერის რეკორდისკენაც გაიწევდა.

  • me da barca
    schedule 15 დეკ 2021, 17:07
    #7

    ცუდია, რომ ასე მოხდა, მაგრამ მადლობა უნდა გადაუხადოს უფალს, რომ ეს ადრე არ დაემართა. ახლა 33 წლისაა და თავისი სახელი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. ჯობია თავს მიხედოს და დატკბეს ცხოვრებით, ამისთვის ყველაფერი აქვს.

  • La Pulga10
    schedule 15 დეკ 2021, 15:48
    #6

    აგუერიშეეეეეე.როგორ იტირა,მაგრად მეწყინა.

  • Iniesta_8
    schedule 15 დეკ 2021, 15:46
    #5

    ჯანმრთელად ამყოფოს ღმერთმა. არაუშავს გადავიტანთ ამას, დასანანია მარა ჯერ სიცოცხლეა მთავარი და მერე მოდის ფეხბურთი.

  • BEQA BARCA
    schedule 15 დეკ 2021, 15:28
    #4

    ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი. 😓❤😟 უფრო ბევრი გოლი მინდოდა ბარსას მაისურით გაეტანა. მაგრამმ… 😪😟😓

  • torniket
    schedule 15 დეკ 2021, 15:28
    #3

    სამწუხაროა..:(
    გამოდის ერთი ადგილი გამოთავისუფლდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 დეკ 2021, 15:27
    #2

    პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტად მევასებოდა კუნი ბოლო წლებში, ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო და ცუდია რომ ასე მოუწია კარიერის დამთავრება, იმედია ჯანმრთელად იქნება ❤🥺

  • davidus2020
    schedule 15 დეკ 2021, 15:26
    #1

    კარგი ფეხბურთელი იყო, საუკეთესო წლები სითიში გაატარა, მთავარია ჯამრთელობა!