workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის შეძენას შესაძლებლად მიიჩნევს

ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის შეძენას შესაძლებლად მიიჩნევს

ზაფხულის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონა” 21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის, შეძენას ეცდება.

Mundo Deportivo წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელის მოსვლა აუცილებლად მიაჩნია, რათა “ბარსამ” ელიტაში დაბრუნება შეძლოს. ჰოლანდის სახელი ჟოან ლაპორტას საარჩევნო კამპანიის დროსაც ხშირად ისმოდა.

რამდენიმე დღის წინ, რაიოლასა და ლაპორტას შეხვედრა შედგა. შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონა” მიიჩნევს, რომ ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია და, ამ მიზნით, შემოსავლების მიღების გზების შესწავლა გრძელდება, იქნება ეს თანამშრომლობა ახალ სპონსორებთან, ლა ლიგა-CVC-ის ალტერნატიული გარიგება, რომელიც “ბარსამ”, “რეალმა” და “ბილბაომ” წარადგინეს თუ ფეხბურთელთა გაყიდვა.

ამჟამად, გუნდში ხელშეუხებელი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის არიან ანსუ ფატი, პედრი გონსალესი, გავი და ნიკო გონსალესი. სხვა ფეხბურთელებთან მიმართებით კლუბის დამოკიდებულება სეზონის ბოლომდე ნაჩვენები შედეგებით განისაზღვრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მინო რაიოლას ფაქტორმა, შესაძლოა, “ბლაუგრანასთვის” სასარგებლო როლი ითამაშოს, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 23:26
    #6

    აღსანიშნავია ისიც, რომ მინო რაიოლას ფაქტორმა, შესაძლოა, "ბლაუგრანასთვის" სასარგებლო როლი ითამაშოს, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.
    ნუ ამის წერა სასაცილოა უკვე, რა რაიოლას ფაქტორმა, რა მუქთად გვაძლევს თუ თავის საკომისიოზე ამბობს უარს. ეს საქართველო კი არ არის რო რამე ქართულ-ჯიგრულ პონტში გაკეთდეს. და დაჟე არც აქ აღარ კეთდება მუქთად არაფერი.

  • El pistolero 9
    schedule 15 დეკ 2021, 23:51
    #5

    კავანი და ტორესი ზამთარშივე გვინდა. ზაფხულში კრისტენსენზე უნდა იჩალიჩონ, მარჯვენა მცველიც საჭიროა, მაზრაუი იდეალური ვარიანტია და მარცხნივ ალბას შემცვლელიც გვჭირდება გაია ან ანხელინიო, იქამდე გასაშვებები უნდა გავუშვათ ყველა

  • Wtf man1
    schedule 15 დეკ 2021, 15:26
    #4

    ზუსტად ჰოლანდის ნაირი ცივსისხლიანი ფორვარდი გვინდა რო გოლები იტანოს და ფლანგებზე ტექნიკური შემტევები რო ჰოლანდამდე მიიტანონ ბურთი ტორესის ყიდვას ანტონი მოიყვანონ აიაქსიდან ბევრად ჯობია. ძაან ტექნიკურია ეგ ბიჭი და ზუსტად მასეთი გვინდა რო გამწვავებაზე წავიდეს ხოლმე

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 დეკ 2021, 13:42
    #3

    ამენ წლიანი შლის შემდეგ მართლაც რომ დიდი დროა საჭირო

  • Truxilio
    schedule 15 დეკ 2021, 12:13
    #2

    გეთანხმები ჩამოშლა დაიწყო უაზრო ტრანსფერებით – კოუტინიო , დემბელე და ა.შ .წლებია მიდის გუნდის ნგრევა ბართლეომეუს ხელით დასრულდა ეხლა ჟოანს უნდა უბრალოდ დაასამაროს . ჰალანდ ვფიქრობ კონკურენტ უნარიანს გახდის გუნდს . 4 ში შესვლაზე ფიქრი გახდება შესაძლებელი . მინ 2-3 ვფიქრობ ტიტულებე ფიქრი უადგილო იქნება .

  • Msn91011
    schedule 15 დეკ 2021, 11:54
    #1

    ბევრის კომენტარი ვნახე ნეტა ბარსა 1-2 წელში დაუბრუნდეს დიდებასო და უბრალოდ აგიხსნით 1-2 წელში უნდა ვიოცნებოთ რო გუნდი სევილიას ან ატლეტიკოსნაირ შედეგებს მაინც აჩვენებდეს რა დიდებაზეა საუბარი ხალხი კიდე ვერ იაზრებს საიდან დაიწყო ბარსას ჩამოშლა რამდენი წელია ეს გრძელდება უბრალოდ გვყავდა გენიოსი მესი რომლის ფონზეც ეს ყველაფერი ნაკლებად ჩანდა და რო წავიდა ყველა ხედავს რა სიტუაციაა. გუნდში არ არსებობს წესიერი ფეხბურთელი მე კიდევ იმის მეშინია სხვების ფონზე ძალიან დიდი შანსია ფატი, პედრი და სხვა ახალგაზრდები გაქრნენ და დარჩნენ ტელოსნაირი და ბოიან კრკიჩის ნაირი ფეხბურთელები თავიდან ძაან დიდ მომავალს რო უწინასწარმეტყველებდნენ. ერთი ეგეთი უკვე სახეზეა ფრენკი რომელიც მხოლოდ სახელია დარჩენილი საერთოდ 0 არის. გუნდში დაკარგულია გამარჯვების მენტალიტეტი და შეგუებული არიან ცუდ შედეგებს. ჩავის დრო ეხლა არიყო კიდევ მეტად ვრწმუნდები მაგაში შეიძლება კაი მწვრთნელი იყოს მაგრამ სიტუაციასაც გააჩნია რა დროს იბარებ გუნდს და ეს ბარსა არის მიწასთან გასწორებული შეიძლება ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც შეუშალოს ხელი მის წარმატებას ძალიან რთულ ამოცანის წინაშეა. გუნდი განაგრძობს რეგრეს სინათლის სიჩქარით და ეს ღორი ლაპორტა მხოლოდ დაპირებებს იძლევა ზამთარში არამგონია რამე შეიცვალოს და ჯერ ლიგიდან გამოვარდნა ხო სირცხვილია და მერე უკვე ევროპის ლიგიდან ხო საერთოდ. არვიცი ხანდახან მგონია უნდა გავიღვიძო გავხსნა ფლეშსქორი და ბარსა დავინახო პირველი ბევრი გატანილი ბურთებით მაგრამ ეს ხომ სიძმარი არ არის:(((((