წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
15 დეკემბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1941 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხოსე ანტონიო სალდუა. მან კლუბში 1961-71 წლებში ითამაშა და 3 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი მოიგო.
1952 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი დანიელი თავდამსხმელი ალან სიმონსენი. 1979-1982 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 129 თამაში ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა. სიმონსენმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1963 წელი
“ბარსელონა” მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” 0-4 განადგურდა.
1976 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი როჟერი. 1993-1999 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 114 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. როჟერმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 2 ესპანეთის თასი მოიგო.
2002 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე მოუგებელი თამაში ჩაატარა და ზედიზედ მესამედ წააგო, ამჯერად “სევილიასთან” “კამპ ნოუზე”, ანგარიშით 0-3.
2021 წელი
სერხიო აგუერომ გულის პრობლემების გამო კარიერა დაასრულა.
ისევ უინტერესო მოვლენები.
რა ცუდი დღეა