workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაიოლამ ლაპორტას უთხრა, რომ ჰოლანდის პრიორიტეტი ბარსელონაში თამაშია – El Chiringuito

რაიოლამ ლაპორტას უთხრა, რომ ჰოლანდის პრიორიტეტი ბარსელონაში თამაშია – El Chiringuito

ბოლო დღეებში ერლინგ ჰოლანდის “ბარსელონაში” გადმოსვლის საკითხი აქტუალური გახდა.

გავრცელებული ცნობებით “ბარსელონა” CVC-სთან სარფიანი კონტრაქტის დადებისთვის ემზადება, რაც კატალონიელთა ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და კლუბს ვარსკვლავების დამატების შესაძლებლობას მისცემს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჟოან ლაპორტა შეხვდა ერლინგ ჰოლანდის აგენტს, მინო რაიოლას, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაციით ლაპორტამ რაიოლას სთხოვა, რომ ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმაროს და აგენტის საფასური შეამციროს.

ახლახან კი El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რაიოლამ ლაპორტას განუცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდის პრიორიტეტი სწორედ “ბარსელონაში” გადასვლაა.

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, სულაც არ ნიშნავს, რომ ტრანსფერი აუცილებლად გამოვა, რადგან “ბარსას” არაერთი ფინანსური ბარიერის დაძლევა მოუწევს, მაგრამ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების შეჯამებით ირკვევა, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავის “ბლაუგრანას” მაისურში ხილვა უტოპია ნამდვილად არაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Fc Barca Batumi
    schedule 15 დეკ 2021, 01:00
    #12

    ამჟამად კლუბის ფილოსოფია საწყის ეტაპს უბრუნდება, შესაბამისად ფსიქოლოგიური დენთიც გაღვივებას დაიწყებს!

  • basa7
    schedule 14 დეკ 2021, 21:44
    #11

    ციტატა: NEYBarca
    არ გვინდა რა ეს ჰალანდი .. გასაგებია გოლს გოლზე იტანს მარა ეგრე პაკო ალკასერიც ფრინავდა დორტმუნდში და გოლებს ყრიდა. ვლაჰოვიჩი ჯობს , ნახევარ სატრანსფერო ფასში და ბევრჯერ ნაკლებ ხელფასში უფრო ტექნიკურიცაა და უფრო რთულ ლიგაში, სადაც იტალიური გუნდები ბევრად უკეთეს დაცვას თამაშობენ 18 თამაშში 17 გოლი შეაგდო.


    კი ძაკლიან მაგარი ბიჭია ნამდვილად

  • rivaldo80
    schedule 14 დეკ 2021, 20:11
    #10

    ზღაპრები მაგის პრიორიტეტი ფულია სულ კიდია სად ითამაშებს

  • Iniesta_8
    schedule 14 დეკ 2021, 19:35
    #9

    ამან ეტყობა არ იცის ბარსაც და დორტმუნდიც ჩემპიონთა ლიგაზე კიარა ევროპა ლიგაზე არიან. თამაშებს თუ არ უყურებს ანგარიშებს მაინც არ ნახულობს რა მდგომარეობაში ვართ?

  • ჯორჯ
    schedule 14 დეკ 2021, 19:32
    #8

    ზაფხულს დაველოდოთ არ მჯერა ამათი ჭორების მესიზე ამბოდნენ ხვალ გააფორმებსო კონტაქტსო

  • Albicelecte
    schedule 14 დეკ 2021, 17:39
    #7

    უსინდისო აფერისტი, დადის და აშანტაჟებს ხალხს, მეტი გადამიხადეთ, თორემ მაგ ბიჭს ბავარიას მივყიდი და სიცოცხლეს გაგიმწარებთო smiley
    რატომ არ უნდა ბავარია? იმიტომ, რომ ბავარია ფიქსირებულს გადაუხდის და ეგრე არ აბლატავებს

  • La Pulga10
    schedule 14 დეკ 2021, 17:35
    #6

    ელ ჩირინგიტოს თუ რამე დაეჯერება კიდე,მადრიდული გამოცემაა.თუ მართლა სიმართლეა დააგას რა ჯობია.

  • LM10RG10
    schedule 14 დეკ 2021, 17:24
    #5

    ჰალანდი დაითრიეეთ და მერე გამოდიიით ლუბოი დდდდ ახალი სეზონი დაიწყება და დარწმუნებული ვარ მოხოდავს შტეგოს და დეიონგს ხავი,მაგათ პლიუს გავი,ნიკო არაუხო და პედრი,ფატიც თუ აღარ დაიტრამვა იმაზე მალე დავბრუნდებით ლიგის ფავორიტებში ვიდრე ბევრს გონია😉ბებერი ალვეში ალბა ბუსკეცი და პიკე იტყვიან კიდევ თავიანთ სიტყვას დარწმუნებული ვარ,მაგრამ ნელ-ნელა უნდა ვიფიქროთ მაგ ხალხის ჩანაცვლებაზეც❤ისევ სასურველი კლუბი უნდა გახდეს ბარსელონა ჰალანდისნაირი მომავლის ფეხბურთელებისთვის და ადემაიც ინანებს დორტმუნდი,რომ არჩია ბარსელონას😎

  • lukicha-barca
    schedule 14 დეკ 2021, 17:23
    #4

    ციტატა: NEYBarca
    არ გვინდა რა ეს ჰალანდი .. გასაგებია გოლს გოლზე იტანს მარა ეგრე პაკო ალკასერიც ფრინავდა დორტმუნდში და გოლებს ყრიდა. ვლაჰოვიჩი ჯობს , ნახევარ სატრანსფერო ფასში და ბევრჯერ ნაკლებ ხელფასში უფრო ტექნიკურიცაა და უფრო რთულ ლიგაში, სადაც იტალიური გუნდები ბევრად უკეთეს დაცვას თამაშობენ 18 თამაშში 17 გოლი შეაგდო.


    მეც მაგას ვიძახდი და ვიძახი ვლაჰოვიჩი ძალიან მაგარი ბიჭია და უფრო არის ბარსას სტილის. სუას მაგონებს თავის ჟილკით და დარტმით.ჰალანდი ბევრად ძვირი დაჯდება და მეშინია უკვე ეგეთი ტრანსფერების ყველა ჩვენთან ყ..ევდება. მოკლედ მე ვლაჰოვიჩი მირჩევნია მაგარამ ჰალანდიც ძალიან ძალიან მაგარი იქნება. პ.ს ჰალანდიც:)))

  • Ronaldinho..
    schedule 14 დეკ 2021, 17:04
    #3

    აუუ გთხოოვთ!!😩😩😩
    მოიყვანეთ ეს კაცი

  • MSN G.O.A.T
    schedule 14 დეკ 2021, 16:57
    #2

    მოდი ბებერო მოდიიიიიიიიი

  • NEYBarca
    schedule 14 დეკ 2021, 16:35
    #1

    არ გვინდა რა ეს ჰალანდი .. გასაგებია გოლს გოლზე იტანს მარა ეგრე პაკო ალკასერიც ფრინავდა დორტმუნდში და გოლებს ყრიდა. ვლაჰოვიჩი ჯობს , ნახევარ სატრანსფერო ფასში და ბევრჯერ ნაკლებ ხელფასში უფრო ტექნიკურიცაა და უფრო რთულ ლიგაში, სადაც იტალიური გუნდები ბევრად უკეთეს დაცვას თამაშობენ 18 თამაშში 17 გოლი შეაგდო.