workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ ალემანის კომენტარი ევროპის ლიგის წილისყრის შემდეგ

მატეუ ალემანის კომენტარი ევროპის ლიგის წილისყრის შემდეგ

დღეს ევროპის ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა, რომელმაც “ბარსელონას” მეტოქე გამოავლინა. როგორც გაირკვა, “ბლაუგრანა” 1/16-ფინალში “ნაპოლის” დაუპირისპირდება.

”ბარსას” აღამსრულებელმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ წილისყრის შედეგებზე ისაუბრა:

აშკარაა, რომ წილისყრა ჩვენთვის საკმაოდ უიღბლო გამოდგა. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შეგვხვდა. ტიტულის მოსაგებად საუკეთესოები უნდა დაამარცხო. ყველა ჩემპიონატში ეს ასე მუშაობს.

– ციტირებს ალემანის სიტყვებს Barca TV.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 13 დეკ 2021, 23:06
    #8

    ისე ევროპა ლიგაზეც საინტერესო თამაშები იქნება.

  • nika 54
    schedule 13 დეკ 2021, 21:57
    #7

    იმედია ნაპოლიც მოხვდება იმ აურზაურში რაც იუვენტუსს დამართეს. ამბობენ ბევრი კლუბები არიან გარეული საქმეშიო, რონალდუს ხელფასზე მეტს უხდიდნენლოკდაუნის დროს როცა სხვებს სეუკვეცესო. კიდევ პიანიჩის და პედრის საკითხსაც გაარჩევენო, მანდაც იკვეთება დიდი ეჭვებიო. მოკლედ იუვენტუსს 2 ჩემპიონობას ჩამოართმევენ და ქვედა ლიგაში გაუშვებენო.

  • Clever liar
    schedule 13 დეკ 2021, 21:08
    #6

    ციტატა: Iniesta_8
    ევროპა ლიგის ყურებას არ ვაპირებ, თუნდაც ბარსას გამო.


    თუ იანვარში მეკარე და თავდამსხმელი არ იყიდეს, ევროპა კიარა კონფერენსლიგაზეც მოგვენატრება მალე :))

  • Albicelecte
    schedule 13 დეკ 2021, 20:50
    #5

    წუწუნი და ტირილი არაა საკადრისი… ეს ისე ალემან

  • Tyler Durden
    schedule 13 დეკ 2021, 20:06
    #4

    აშკარად დღევანდელი გადმოსახედიდან იმედი არ აქვთ ხელმძღვანელობაში. იმედია შეიცვლება იანვარში და ნეაპოლელებს იქეთ შეეშინდებათ. მაინც მოგვიწევდა რთული გზის გავლა ევროპის ლიგაზე ადრე თუ გვიან და მე პირადად თავიდანვე მირჩევნია. თუ საკმარისად ძლიერები ვიქნებით თავიდანვე მოვიშორებთ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს.

  • C.PC5
    schedule 13 დეკ 2021, 20:03
    #3

    არაა ნაპოლი სტაბილური გუნდი, მითუმეტეს ახლა კრიზისში არიან, ჯერ არავინ იცის რა იქნება თებერვლამდე, მაგრამ იმედია ჩვენთანაც გამოსწორდება მდგომარეობა და მერე კი მიხედავს საქმეს მაესტრო 🙌

  • Pirat❤️💙
    schedule 13 დეკ 2021, 20:00
    #2

    ციტატა: Iniesta_8
    ევროპა ლიგის ყურებას არ ვაპირებ, თუნდაც ბარსას გამო. საერთოდ რა გვინდა მაგ ტურნირზე. ნაპოლისთან რას იზამენ არ მაინტერესებს, მთავარია ოთხეულში შევიდნენ. ევროპა ლიგის მოგებას ჯობია საერთოდ ვერაფერი მოიგოს.


    მთავარია მოიგოს გუნდმა რამე ესეც ტურნირია ჩვეულებრივი და ძაანაც კაი იქნება თუ მოვიგებთ და სუპერ თასცას დავაყოლებთ ზემოდან

  • Iniesta_8
    schedule 13 დეკ 2021, 19:58
    #1

    ევროპა ლიგის ყურებას არ ვაპირებ, თუნდაც ბარსას გამო. საერთოდ რა გვინდა მაგ ტურნირზე. ნაპოლისთან რას იზამენ არ მაინტერესებს, მთავარია ოთხეულში შევიდნენ. ევროპა ლიგის მოგებას ჯობია საერთოდ ვერაფერი მოიგოს.