მოგეხსენებათ მცირე ხნის წინ Barca TV დაიხურა, 150 კაცი უმუშევარი დარჩა, თუმცა, მათი ნაწილი განახლებულ პროექტში ჩაერთვება. The Athletic-მა Barca TV-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი ცვლილებებით გთავაზობთ.
“წარმატებებს გისურვებთ, მალე შევხვდებით!” – Barca TV-ზე ამ სიტყვებით დაასრულა ლორენს ტარესმა ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა. Barca TV კლუბის შიდა ამბებს გვაცნობდა, მათი დახმარებით უამრავი ვიდეო მოგვიმზადებია ბარსამანიასთვის. სატელევიზიო არხი 1999 წელს გავიდა ეთერში და ივნისის ბოლოს დაიხურა, ხარჯის შემცირების მოტივით. Barca TV კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო, მათი დახმარებით შემორჩა ისტორიას მესის პირველი ინტერვიუ და სადებიუტო შეხვედრა.
ბოლო გადაცემა 30 ივნისს გავიდა – “ყველაზე რთული გადაცემა იყო, რომელიც ოდესმე მომიმზადებია” – ამბობს ტარესი. ეს კაცი 14 წელი აკეთებდა ამ საქმეს და ამ წლების მანძილზე აღარაფერი დატოვა გასაკეთებელი. რაც შეიძლება რომ ტელევიზიამ “ბარსელონაზე” გააკეთოს, ტარესმა უკვე გააკეთა.
“ჩვეულებრივ 10, 20 წუთით ადრე მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეს 40 წუთით ადრე მივედი და მივხვდი, რომ ლოდინი უსაშველოდ მომიწევდა. კამერების წინ 90-მდე შავებში ჩაცმული ადამიანი იდგა, უნდა მომეფიქრებინა რა მეთქვა, ამაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი“.
“მძიმე და ემოციური იყო, ერთ-ერთი ის დღეა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს დამავიწყდება”.
თვალცრემლიანი თანამშრომლები ბოლო სამუშაო დღეს გამოცხადდნენ, უნდა გამოეტირათ აქ გატარებული წლები. ადგილი სადაც წლების მანძილზე მუშაობდნენ ფუნქციონირებას წყვეტდა.
ჩაწერის შემდეგ რესტორან El Reconet-ში წავდნენ, ყოველთვის ამ რესტორანს ირჩევდნენ ხოლმე. ერთად უყურეს მათივე გამოსამშვიდობებელ პროგრამას. სატელევიზიო სტუდია ჟუან გამპერის სავარჯიშო ბაზიდან ორ კილომეტრშია. ამ ბაზაზე აღზრდილი ვარსკვლავების ცხოვრების ნაწილი იყო Barca TV, ამ არხის დახმარებით კი მთელი მსოფლიო უფრო ახლოს ეცნობოდა სათაყვანებელ ვარსკვლავებს. უცნაური სანახავი იყო, ლა მასიამ ახალი თაობის ბავშვები მიიღო, ვინ იცის, მათ შორის, შესაძლოა, მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც იყვნენ, მათი პირველი ნაბიჯები კი ვეღარ აისახება ისე როგორც ადრე.
“ტიროდა ხალხი, 14 წელია ამ ადგილზე ეს არ მინახავს” – თქვა ტარესმა. მათ ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყვეს, რთული გამოდგა სარედაქციო გუნდისთვის, მათ უნდა აეხსნათ თითოეული ადამიანისთვის, რომ ყველაფერი დასრულდა.
თანამშრომლებმა ცუდი ამბავი 27 აპრილს შეიტყვეს. შოკი იყო მათთვის, რადგან მცირე ხნის წინ მიიღეს გაუმჯობესებული კონტრაქტები, ბევრი იბრძოლეს იმისათვის, რომ მათი პირობები გაუმჯობესებულიყო, უკმაყოფილება კი 2015 წელს დაიწყო, როცა მართვა Telefonica-მ გადაიბარა. არ არის გასაკვირი, რომ ამ დროს ყველაფერი გაფუჭდა, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” მაშინ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო და არც ფინანსურად უჭირდა რამე, კლუბს სათავეში ედგა ხალხი, რომელიც ეტაპობრივად ანადგურებდა ყველაფერს.
რით დასრულდა ეს ყველაფერი, ვხედავთ.
მიუხედავად იმისა, რომ Telefonica-მ ხელფასები მოუმატა თანამშრომლებს, 2017, 19, 22 და 23 წლებში, დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ ზრდა მხოლოდ 2% იყო, რაც ესპანეთში ცხოვრების ღირებულების ზრდასთან შედარებით გაცილებით დაბალია. ასევე აღნიშნეს, რომ პრემიები ძალიან დაბალი იყო.
Telefonica-ს წარმომადგენლები კი ამბობენ – “პრემიები გაიცემოდა იქიდან გამომდინარე თუ რა სამუშაოს ასრულებდა დაქირავებული, უწევდა თუ არა მას ღამისთევა და ა.შ. თანხა კი განსაზღვრული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტით”.
ცნობისთვის, თუ თანამშრომელს მოგზაურობა უწევდა, მას დღეში 30 ევრო ჰქონდა გამოყოფილი, თუ საზღვარგარეთ უწევდა წასვლა – 60 ევრო.
ჟოან ლაპორტას Barca TV-სთან ინტერვიუ 2022 წლის 22 დეკემბერს ჰქონდა, ტარესის თანამშრომლები გაფიცვას 31 დეკემბერს აპირებდნენ, ესპანიოლთან მატჩის შემდეგ. აი ასე, პირდაპირ ახალ წელს! ტარესმა ჰკითხა ლაპორტას რა ელოდათ მათ 2023 წელს, ლაპორტამ მხოლოდ ეს თქვა – “მე ვამაყობ ამ ხალხით”.
ყველას ესმოდა, რომ კითხვაზე თავის არიდებით ძალიან ბევრი რამ ითქვა.
თანამშრომლები თებერვლამდე გაიფიცნენ, შემდეგ კი შედგა შეთანხმება TBSC-სა და ესპანეთის პროფკავშირებს შორის. 7%-ით გაუზარდეს ხელფასი მათ, ვინც 2015 წლის შემდეგ მივიდნენ კომპანიაში, რადგან ამ დროისთვის ბევრად უარესი კონტრაქტები მიიღეს. 5%-ით გაუზარდეს ხელფასი მათ, ვინც იქამდეც მუშაობდა.
ხალხი დამშვიდდა, ამბოხი არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ იყო აუცილებელი. გამომდინარე იქიდან, რომ კლუბს ძალიან რთული დღეები დაუდგა, თანამშრომლები ელოდნენ შემცირებებს, მაგრამ არა დახურვას.
“ველოდით, რომ 30-ს, თუნდაც 40 კაცს გაუშვებდნენ, მაგრამ დახურვას ვერც წარმოვიდგენდით“, – თქვა Barca TV-ის ყოფილმა წევრმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.
ნაჩო პარამ, რომელიც პროფკავშირების წევრია და ჩართული იყო მოლაპარაკებებში ასეთი რამ თქვა – “ტელეფონიკა უბრალოდ შირმაა, ისინი არაფერს იხდიან “ბარსასთან” თანამშრომლობისთვის, უხდიან დასაქმებულებს ხელფასს, მაგრამ “ბარსამ” თქვა უარი მათთან ურთიერთობაზე. ტელეფონიკა არანაირ ბიზნეს რისკს არ იღებს, ყველანაირი რისკი “ბარსელონაზე” მოდის, ტექნიკური აღჭურვილობითა და გამართულობით დაწყებული, სარედაქციო გადაწყვეტილებებით დამთავრებული”.
აბა ამას უპასუხოდ როგორ დატოვებდნენ, პასუხი გაისმა კომპანიიდანაც – “კლუბმა ეკონომიკური პრობლემების გამო დახურა კომპანია, ეს თარიღი ემთხვევა კონტრაქტის ამოწურვის ვადას Barca Productions-სა და TBSC Barcelona Producciones შორის. “TBCS-ის ჰქონდა თავისი სტრუქტურა და ჰყავდა პერსონალი მომსახურებისა და წარმოებისათვის”.
29 ივნისის ხელშკრულებაში ნათქვამია – მხარეები (დასაქმებულები და კომპანია) თანხმდებიან, რომ მთელი კოლექტივის გათავისუფლების შესახებ, არ არსებობს რაიმე სახის უსამართლობა, ან, რაიმე სახის შრომითი უფლების დარღვევა, Barca Produccions S.L – სა და FUTBOL CLUB Barcelona-ს შორის.
2012 წლამდე გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით დასაქმებულები გათავისუფლებიდან 33 დღის მანძილზე აიღებენ ანაზღაურებას, ახალი კონტრაქტორები კი 45 დღის მანძილზე.
გარდა ამისა, “ბარსა” ვალდებული იქნება 14 ადამიანი ხელახლა დაასაქმოს.
კიდევ ერთი ანონიმური რესპონდენტი ამბობს: “ბარსა” ყველა თანამშრომელს უყვარს, უმეტესობა კულეები ვართ და არ გვსურს კლუბს ზიანი მივაყენოთ, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როცა დავფიქრდით იმაზე, რომ კლუბს ვუჩივლებდით”.
ხელახლა დასაქმებული 14 თანამშრომლიდან კიდევ 14 უნდა აიყვანონ. ნაწილის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის, მეორე ნაწილს კი შერჩევის პროცესის გავლა მოუწევს.
“მსურს კლუბში დარჩენა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, აბსურდად მიმაჩნია CV-ის გაგზავნა ისე, თითქოს არ იცოდნენ ვინ ვიყო”.
თანამშრომლები შიშობენ, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო ხელახლა აყვანილ პერსონალს გაცილებით ცუდი საკონტრაქტო პირობები ექნება. უახლოესი მიზანი კი “ბარსას” ტურნეს გაშუქება იქნება.
“Barca TV-ის შენახვა 12 მილიონი ევრო გვიჯდება, ჩვენ არ შეგვიძლია თავს ამის უფლება მივცეთ, ამ საქმის სხვაგვარად გაკეთებაა საჭირო, ისე რომ პროექტი მომგებიანი გახდეს”, – თქვა ჟუან ლაპორტამ ერთ-ერთ ინტერვიუში – ახალი გზების მოძიება დავიწყეთ და სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ვერ ჩაერთვება ამ საქმეში, რომელთაც წასვლა მოუწიათ, ჯერჯერობით საუბარი 80 ადამიანზეა, მაგრამ ვეცდები რომ რამდენადაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ” – ასრულებს ლაპორტა.
“ბარსელონას” წარმომადგენლებმა The Athletic-თან საუბარი არ ისურვეს.
შეიძლება ითქვას, რომ კარგი ვიდეო კონტენტი ისევ შეიქმნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მრავალმხრივი როგორც ადრე, არც იმდენი ადამიანი იქნება ჩართული, როგორც ადრე და არც მათი კონტრაქტები იქნება ისეთი კარგი, როგორც ადრე. ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც შედარებით დაბალ შემოსავალს დათანხმდება, მით უმეტეს, რომ “ბარსაში” მუშაობა ბევრისთვის დღემდე პრესტიჟულია, ბევრისთვის კი ოცნების ნაწილია.
150 კაცს წლების მანძილზე ხელფასს უხდიდნენ და რა გააკეთეს მაინც ვერ გავიგე, მე ბარსა ტვ-ზე დარეგისტრირება 36 ევრო დამიჯდა, და ერთი თამაში მანახე ლაივში. დანარჩენებზე იწერებოდა ჩანაწერს თამაშის შემდეგ გაყურებინებთო. თურმე მესის დაუნგრევია ბარსა ეკონომიური საფუძვლები დიდ ხელფასი ქონდა, მაგრამ ლეოს საყურებლად დადიოდა 90 ათასი კაცი ყოველ კვირას და 5-10 მილიონს ტოვებდნენ სალაროებში, ამაზე მეტს სტადიონის ბარებში თუ სასადილოებში, ალბათ უფრო მეტს სპორტული ინვენტარის და საფეხბურთო ფორმების მაღაზიაში სტადიონზე. აღარაფერს ვამბობ პრემიალურებს ტიტულების მოგებიდან თუ ტელეტრანსლიაციებიდან, და ეს მუქთახორების გროვა რას აკეთებდა მაინც ვერ გავიგე სანამ მე თვითონ არ წამღლიტეს ფული არაფერში. არაუშავს ესენი უმუშევრები არ დარჩებიან. იქ პროფკავშირები არსებობს და ყველას დაასაქმებენ.
ეს მზეობა დღემდე როგორ არსებობდა არვიცი, არც თამაშებს არ აჩვენებდნენ და როგორც წავიკითხე ყოველ წელს ზარალში მიდოდნენ რამდენიმე მილიონით…
წარმოგიდგენიათ რა დღეშია კლუბი?რო მოვიხოდებით უნდა გავხსნათ ისევ,,ეს ტელევიზია კლუბის ისტორიის ნაწილია
Ras vizamt,xdeba xolme…movixodebit male gmertit