Sport-ის ინფორმაციით, იანვარში “ბარსელონას” ფერან ტორესისა და ედინსონ კავანის შეძენა სურს.
ტორესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ახლა კლუბი მოლაპარაკებებს “მანჩესტერ სიტისთან” აწარმოებს.
რაც შეეხება კავანის – ურუგვეაელს მეტი სათამაშო დროის მისაღებად “ბარსაში” გადმოსვლა უნდა, რასაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ხელს არ შეუშლის. გუნდი ედინსონს იჯარით დაიმატებს, თუმცა, მთავარ პრობლემას მისი ხელფასი წარმოადგენს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერების განსახორციელებლად კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსა და სამუელ უმტიტის გასხვისებას აპირებენ.
წყაროს თანახმად, კლუბი ამზადებს ფორმულას, რომლითაც მოთამაშეების გაშვებას მოახერხებს – საუბარია იჯარაზე, პერმანენტულ ტრანსფერზე ან კონტრაქტის გაწყვეტაზე.
ხელშეკრულების გაწყვეტა ბოლო ვარიანტი იქნება, რომელსაც “ბარსა” მიმართავს, რადგან ამ შემთხვევაში გუნდს, შესაძლოა, კომპენსაციის გადახდა დაეკისროს. თუმცა, თუ კოუტინიო და უმტიტი წასვლაზე უარს იტყვიან, ამ ხერხის გამოყენება გამორიცხული არაა.
თუ საჭირო გახდება, კლუბი აპირებს, რომ ფეხბურთელებზე ზეწოლა მოახდინოს, განაცხადში არ შეიყვანოს ან ჯგუფს მიღმა ვარჯიში დაავალოს.
კატალონიური გამოცემის მტკიცებით, აღნიშნული გეგმა 21 დეკემბრის შემდეგ ამოქმედდება.
ანუ კავანი იჯარით მოვა და იჯარის ფულს არ გადავიხდით?
აქამდე უნდა გაგეწყვიტათ კონტრაქტი უმტიტისთვის იმედია აახვევენ ზამთარში ეგ და კოუტინიო და კიდე ერთი ორიც კავანი ხულიან ალვარესი და ფერან ტორესი იდეალურად გაგვაძლიერებენ შეტევაში
gecheche,
მოკლევადიან პერსპექტივაში კავანი იდეალურია. ალვარესს ევროპაში არ აქვს ნათამაშები, ჩემპიონატთან უნდა ადაპტირდეს და არის მთელი რიგი საკითხები, კავანი კიდე გადმოვა, სულს-გულს დადებს მოედანზე და გოლებსაც შეყრის ეს ნაღდია. ამ ეტაპზე თუ აგუერომ კარიერა დაამთავრა კავანი უფრო კარგი ვარიანტი იქნება
კავანის მოყვანას ალვარესი მოიყვანონ არგენტინელი როა