ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 დეკემბერი მოხდა.

თამაშები

7 დეკემბერი “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1924 წელი

“ბარსელონა” 25 წლის იუბილეს 2 დღის განმავლობაში ზეიმობდა. “ბლაუგრანა” “ლეს კორტსზე” “რეალ უნიონს” ორჯერ დაუპირისპირდა, ასევე ჩატარდა მარათონი სახელწოდებით “III Challenge Pere Prat”, რომელშიც ესპანელი და ფრანგი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

1930 წელი

სეზონის პირველ მატჩში “ბარსელონამ” ლა ლიგის იმჟამინდელი გამარჯვებული “ბილბაო” 6-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები აროშამ (2), დიეგომ (2), არნაუმ და ბესტიტმა გაიტანეს.

1996 წელი

მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” “რეალ მადრიდმა” 2-0 მოიგო.

2004 წელი

“შახტართან” 0-2 წაგებულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის დებიუტი შედგა.

2010 წელი

“რუბინთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში ჩაატარა.

2014 წელი

ესპანიოლთან” გამართულ ქალაქურ დერბიში “ბარსელონა” მარცხდებოდა, მაგრამ “ბლაუგრანამ” 5-1 მოიგო. ლიონელ მესიმ ბოლო 4 თამაშში მე-3 ჰეთ თრიქი შეასრულა. დანარჩენი გოლები პიკემ და პედრომ გაიტანეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2021, 21:04

    ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში – 7 დეკემბერი
    მიუნხენთან შეხვედრამდე ბარსამ ალიანც არენაზე ივარჯიშა.