ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 თებერვალი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 თებერვალს მოხდა.

თამაშები

1 თებერვალს "ბარსელონას" 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1902 წელი

კატალონიის ჩემპიონატში "ბარსელონამ" "უნივერსიტარი" ისევ 8-0 გაანადგურა. გოლები გამპერმა (3), სტეინბერგმა (3) და გარსიამ (2) გაიტანეს.

1903 წელი

კატალონიის ჩემპიონატში "ბარსელონამ" "ფრანკო-ესპანიოლი" 13-0 გაანადგურა. გოლები გამპერმა (9), პარსონსმა (3) და გირვანმა გაიტანეს.

1931 წელი

"ბარსელონასა" და "რეალს" შორის გამართული შეხვედრა 0-0 დასრულდა.

1931 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ერთ-ერთი დამაარსებელი, კლუბის პირველი მდივანი და ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი ლუის დ’ოსო ი სერა.

1934 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ენრიკე რიბელესი. 1956-1961 წლებში "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში მან 37 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

1953 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მიგელ ანხელ ალონსო. 1982-1985 წლებში "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში მან 52 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

1976 წელი

იოჰან კრუიფი "ბარსელონას" პირველი კაპიტანია, რომელმაც Senyera-ს კაპიტნის სამკლავურით (კატალონიის დროშის ფერებში) ითამაშა. იმ მატჩში "ბარსამ" "ბილბაოსთან" საკუთარ კედლებში ანგარიშთ 2-1 მოიგო.

1981 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 6-0 გაანადგურა. გოლები კინიმ (2), სიმონსენმა (2), ესტრელამ და მარტინესმა გაიტანეს.

2004 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ალბასეტე" 5-0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, სავიოლამ, კუარეჟმამ, დავიდსმა და ლუის ენრიკემ გაიტანეს.

2006 წელი

ესპანეთს თასზე "სარაგოსასთან" საკუთარ კელდებში გამართულ შეხვედრაში (2-1) ლიონელ მესიმ ესპანეთის თასზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

2009 წელი

"რასინგთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში "ბარსელონას" მე-5000 გოლი გაიტანა.

2014 წელი

"ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ვალენსიასთან" 2-3 დამარცხდა. იმ შეხვედრაში "ვალენსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟორდი ალბამ წითელი ბარათი მიიღო.

2014 წელი

75 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1987-1988) ლუის არაგონესი.

2015 წელი

80 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1981-1983) უდო ლატეკი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 1 თებერვალი 2021 15:47
    1
    13:0 მომეწონა😁😁 ეხლა რომ მაგ ანგარიშით მოვიგოთ თუ გინდა ჭ კლასის გუნდთან გასაკვირი იქნება😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 თებერვალი 2021 13:52
    0
    ყოფილმა მწვრთნელებმა მოილაპარაკეს, რომ 1 თებერვალს წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან?
    Culé [?]
    #2 1 თებერვალი 2021 12:46
    0
    ყველა საიუბილეო გოლი რომ მესის გააქვს❤️ ისე გამპერი რამ გადარია 9 გოლი თამაშში რა ამბავია😃
    Culé [?]
    #1 1 თებერვალი 2021 12:32
    0
    კარგია ბრავო 💜💜 გააგრძელეთ