“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იზრუნოს კანტერაზეც, ამიტომ მათ “სევილიიდან” ახალგაზრდა ფეხბურთელი როდრი შეიძინეს.
ახალგაზრდა პერსპექტიული ფორვარდი “ბლაუგრანაში” არენდის წესით გადმოვიდა. ტრანსფერი 1,5 მილიონი ევრო დაჯდა, ორ წელიწადში კი “ბარსას” შეუძლია ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
როდრიგო როის ლოზანომ “სევილია ბ”-ში 52 მატჩში 28 გოლი გაიტანა. “სევილიას” პირველ გუნდში ჩატარებული შვიდი მატჩიდან კი, მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.