“ბარსელონაში” კიდევ ერთი სიახლეა, რომლის ინიციატორიც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესია. მიუნხენში გასამართი მატჩისთვის “ბარსა” ჩვეულზე ადრე გაემგზავრება და ბოლო ვარჯიშს არა “სიუტატ ესპორტივაზე”, არამედ “ალიანც არენაზე გამართავს.
აქამდე არსებული პრაქტიკის თანახმად, რომელსაც რონალდ კუმანი და სერჟი ბარჟუანი მისდევდნენ, ჩემპიონთა ლიგის გასვლითი შეხვედრის წინ “ბარსა” საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა, ღამეს კი მასპინძელ ქალაქში ატარებდა.
მიუნხენში სხვაგვარად იქნება – გუნდი გერმანიაში უფრო ადრე ჩავა და “ბაიერნის” საშინაო არენაზე, “ალიანც არენაზე” ივარჯიშებს. ჩავი ფიქრობს, რომ ფეხბურთელები თამაშისთვის ასე უკეთ იქნებიან მომზადებულები.
“ბარსა” “ალიანც არენაზე” სამშაბათს, 7 დეკემბერს, თბილისი დროით 22 საათზე ივარჯიშებს. თამაში კი ოთხშაბათს, 8 დეკემბერს, 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.
იქ ბარსელონას კლიმატი არაა, ყინვასაც უნდა გაუძლოთ ხლოპცი.
ნუ ვსიო, მოგვიგია და ეგ არის.
სექტემბრიდან ვნახავთ ჩავის რა შეუძლია ეხლა ისეთი ფეხბურთელები ყავს რომ რთულია რამე რომ მოთხოვო აგუერო,ფატი,პედრი,ალვეში რომ ყავდეს კიდევ შეიძლება ოდნავ უფრო მომთხოვნები ვიყოთ მაგრამ რა უნდა ქნას გვარდიოლა რომ მოვიდა ძაან დიდი ფუფუნება ქონდა გუნდში რონალდინიო გაუშვა და ეს იძულებულია ლუკ დე იონგი რომ ათამაშოს ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვით
სასწაული,რომ მოხდეს და მოვიგოთ.ბიჯო პროსტა იბრძოლონ რა,თავ-პირი მოიხნან და მეტი არაფერი მინდა.დაგვანახონ,რომ მონდომებულები არიან,თორემ ის კი ვიცით,რომ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ,ზოგადად უკეთესი გუნდია,თუ არა საუკეთესო დღეს.