workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: პედრიმ IFFHS-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო

ოფიციალურად: პედრიმ IFFHS-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრიმ კიდევ ერთი ჯილდო მოიგო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) არსებობის ისტორიაში პირველად საუკეთესო ახალგაზრდა (20 წლამდელი) ფეხბურთელის გამოვლენა გადაწყვიტა. 19 წლის ესპანელმა აღნიშნული პრიზი ხმათა დიდი უმრავლესობით მოიგო.

პედრის კონკურენციას ჯამალ მუსიალა (“ბაიერნი”), ერიკ გარსია (“ბარსელონა”), მეისონ გრინვუდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და ედუარდო კამავინგა (“რეალი”) უწევდნენ. 

ხმები ასე გადანაწილდა:

პედრი 105
ჯამალ მუსიალა 45
ერიკ გარსია 20
მეისონ გრინვუდი 15
ედუარდო კამავინგა 15

რამდენიმე დღის წინ პედრიმ რაიმონ კოპას სახელობის პრიზი, მანამდე კი Golden Boy მოიგო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 03 დეკ 2021, 17:40
    #4

    მოკლედ არცერთი პრიზი არ გამოუტოვია, ეხლა თამაშიც რო დაიწყოს სულ გვეშველება.

  • rivaldo80
    schedule 02 დეკ 2021, 22:05
    #3

    თან რამდენით უსწრეებს გენიოსი ბავშვიი…))))))

  • Davita
    schedule 02 დეკ 2021, 21:06
    #2

    იმის ნახევარს მაინც რომ თამაშობდეს რაც პიარი აქვს რაღაგვიჭირდქ

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 დეკ 2021, 20:06
    #1

    ნეტავ კიდევ რა ჯილდო უნდა აიღოს რომ ზოგ ,,გენიოსს" ისევ უპერსპექტივო არ ეგონოს?🤔😏