მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო “მილანსაც” მოუნდა, მაგრამ…

ტიაგო “მილანსაც” მოუნდა, მაგრამ…

გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სესკ ფაბრეგასის “ბარსელონაში” გადასვლით კლუბის შუა ხაზი ძალიან გადაიტვირთა. კონკურენცია დიდია და ახალბედა ტიაგოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. გულშემატკივართა ნაწილი იმასაც მიიჩნევს, რომ ფაბრეგასის მშობლიურ კლუბში დაბრუნება ტიაგოს რეცესიის პირდაპირპროპორციული იქნება. სწორედ ასე თვლიან “მილანშიც”. იტალიელებს ცენტრის გაძლიერება სურთ. მათი ოცნება კაკას დაბრუნება იყო, თუმცა მადრიდელებმა თავიანთი ფეხბურთელი ძვირად დააფასეს. “მილანის” ფინანსური მდგომარეობა კაკას შეძენას ვერ გასწვდება, ამიტომ კლუბმა არჩევანი ტიაგოზე გააკეთა.

“მილანის” დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ Skey Sport 24–თან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: “მე ვესაუბრე ტიაგოს წარმომადგენელს – ბრანჩინის, რომელიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფება, მაგრამ “ბარსელონა” ფეხბურთელს არ დათმობს.” გალიანიმ ისიც გაიხსენა, რომ “მილანს” თავის დროზე ჩავის შეძენაც ეწადა. “ჩვენ თითქმის გავუფორმეთ ხელშეკრულება 19 წლის ჩავის, მაგრამ შემდგომში მისმა დედამ ტრანსფერი ჩაშალა. ძალიან დასანანია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში