workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპაი ბარსა – ლაპორტასა და რევერტერის პრესკონფერენცია

ესპაი ბარსა – ლაპორტასა და რევერტერის პრესკონფერენცია

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, და აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა, პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის მიზანს კლუბის წევრთათვის “ესპაი ბარსას” თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. ამავდროულად, კლუბის წევრებმა 19 დეკემბერს გასამართი რეფერენდუმის ელექტორნული წესით ჩატარებას კენჭი უყარეს. რეფერენდუმის ელექტორნულად ჩატარებას მხარი წევრთა 72.7%-მა დაუჭირა. აღნიშნული რეფერენდუმი “ესპაი ბარსას” დაფინანსების გეგმის დამტკიცების საკითხს გადაწყვეტს.

ჟოან ლაპორტა:

ასამბლეაზე კლუბის წევრებმა “ესპაი ბარსას” განხორციელებას მხარი დაუჭირეს. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. “ესპაი ბარსა” არის არა ხარჯი, არამედ ინვესტიცია, რომელიც მომავალში კლუბს მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს.

ჩვენ გვსურს, რომ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების რატიფიცირება მოვახდინოთ. ვატარებთ რეფერენდუმს, რადგან ვრჩებით დემოკრატიული ტრადიციების ერთგულნი. ამ რეფერენდუმის ელექტრონულ ფორმატში ჩატარება კლუბის წევრთა მაქსიმალური აქტივობის მიღების საშუალებას მოგვცემს. 

ამ პროექტის განხორციელება კლუბისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რათა გავაგრძელოთ პროგრესი და უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. “ესპაი ბარსა” თვითდაფინანსებას შეძლებს. წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონი ევროს შემოსავალს ვვარაუდობთ.

ფერან რევერტერი:

გვინდა, ხაზი გავუსვათ ამ რეფერენდუმის მნიშვნელობას. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც ისტორიაში პირველად, მსოფლიოს გარშემო კლუბის 100 000 წევრს საშუალებას მისცემს, მისცეს ხმა.

“ესპაი ბარსას” ასამბლეამ მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა, თუმცა პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, გვსურს, რომ გადაწყვეტულება რეფერენდუმითაც დავადასტუროთ.

ინვესტიციის დაგეგმილი ოდენობა 1.5 მილიარდი ევრო იქნება. ეს არის 4-წლიანი პროექტი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ეს არის ძალიან რეალისტური პროგნოზი, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოვლენები ყოველთვის ხდება.

900 მილიონი ევრო “კამპ ნოუსთვის” იქნება განკუთვნილი, 420 – “პალაუსთვის” (კალათბურთი), “პეტიტ პალაუსთვის” (მუსიკალური დარბაზი), “პისტა დე გელისთვის” (საციგურაო მოედანი) და ავტობუსის სადგურისთვის. 100 მილიონი ევრო – “კამპუსისთვის” (ურბანული პროექტი), 60 მილიონი – მეტროპოლიტენის მოდიფიკაციისთვის და 20 მილიონი “ესტადი იოჰან კრუიფისთვის”.

ამ პროექტების ამოქმედება, წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონ ევროს მოგვიტანს. ინვესტორებისთვის გარანტიას სამომავლო შემოსავალი წარმოადგენს. თანხის გადახდა პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება და 35 წელიწადზე იქნება გადანაწილებული.

გვსურს, რომ სამუშაოები მომდევნო წელს დავიწყოთ. პროექტის დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი.

ტრანსფერები

“ბარსა” ტრანსფერების განხორციელებას აუცილებლად შეძლებს, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეგვიძლია.

სპონსორი

Rakuten-თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ასევე, სპონსორობის სხვა კანდიდატებიც არსებობენ.

კამპ ნოუ

ვეცდებით, რომ ამ პერიოდში “კამპ ნოუზე” რაც შეიძლება მეტი საშინაო თამაში ჩავატაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საშინაო მატჩები ბარსელონას მიღმა არ გაიმართება. ერთ-ერთი ვარიანტად “მონჯუიკი” (ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი) განიხილება.

რეფერენდუმი 19 დეკემბერს, თბილისის დროით, 11 საათზე დაიწყება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 02 დეკ 2021, 01:53
    #4

    არ არსებობს დადგენილ დროში ან თანხაში ჩაეტიო. დაიწყებ რემონტს და თითქმის მეორე იმდენი გიჯდება და ვერც დროში ეტევი. სავარაუდოდ აქაც ესე იქნება.

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2021, 21:00
    #3

    არაუშავს ვილანოვაზეც შეიძლება თამაში, მითუმეტეს ისევ პანდემიის ახალ ტალღას ელოდებიან და სეიძლება მაყურებელიც ისევ აკრძალონ.

  • cruyff9
    schedule 01 დეკ 2021, 20:37
    #2

    ლაპო გენიალურია!!გვიშველის!!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 დეკ 2021, 15:56
    #1

    ძაან რთულია გუნდის ამ კრიზისიდან ამოყვანა და იმედია შეძლებენ გუნდის გადარჩენას, ალბათ ამას დიდი დრო დასჭირდება მაგრამ სხვაგვაეად არც გამოვიდოდა ის ნაბო@არი ბართომეო წლების განმავლობაში სისხლს წოვდა გუნდს და ახლა ამას ერთი ხელის მოსმით ვერავინ ვერ გამოასწორებს