workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია

ოფიციალურად: ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია

აწ უკვე ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა, რომლისთვისაც ეს ჯილდო კარიერაში რიგით მეშვიდეა.

ფრანგული გამოცემის, France Football-ის მიერ დაწესებული ტიტულისათვის ბრძოლაში მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რობერტ ლევანდოვსკი და ქარიმ ბენზემა გავიდნენ.

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა. ისტორიის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელი სწორედ წლევანდელ გამარჯვებულს აქვს დაფიქსირებული.

არგენტინელი ვარსკვლავის შედეგთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუ (5), მიშელ პლატინი (3), იოჰან კრუიფი (3), მარკო ვან ბასტენი (3). დანარჩენ გამარჯვებულებს ან ორჯერ აქვთ ტიტული მოგებული, ან, ცხადია, ერთხელ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • nika 54
    schedule 30 ნოე 2021, 18:58
    #25

    totti10,
    რაშუაშია პსჟ ? 😂 2020-2021 წლის ჯილდოა ამ წლის ხო არა, ბარსას სეზონით და კოფათია განსაზღვრული

    რეებს წერ? ოქროს ბურთი წლის შედეგებით განისაზღვრება და ასეც იწერება 2021 წლის ოქროს ბურთი.
    2020-2021 წლის სეზონი რა შუაშია? ლევანდოვსკის ნამდვილად ეკუთვნოდა 2020-წლის ოქროს ბურთი და ეს ლეომაც აღნიშნა, რომ შარან ლევანდოვსკის ეკუთვნოდაო. ახლა დიდი ბოდიში თქვენთან რო კოვიდი დაგვატყდა თავს, მესი რა შუაშია ჩინელებს მოკითხე. ლევანდოვსკიმ კი შარშან ნამდვილად დაიმსახურა ლიგაც და ჩემპიონატიც დადო.

  • Albicelecte
    schedule 30 ნოე 2021, 11:53
    #24

    და კიდევ ფრანგებს არ დავაბრალოთ ეს ამბავი;
    შეგახსენებთ, რომ მპაპე და ბენზემაც მონაწილეობდნენ და სერიოზული კანდიდატებიც იყვნენ ბალონ დ'ოროს მოგების;
    ერთა თასიც მოიგეს, ფინალში მათივე გოლებით

  • me da barca
    schedule 30 ნოე 2021, 10:10
    #23

    ციტატა: totti10
    ამაზე დიდი … რავიცი აი რავიცი . რის საფუძველზე მიცეს მესის ოქროს ბურთი აი რა გააკეთა იქნებ მითხრათ? ლიგაზე კარგად იტამაშა? ლალ იგაში რამე გირსესანიშნავი ქნაა? ასეთი დედა… როგორ არიან რა რახან პსჟ ში წავიდა მაგიტომ მიცეს? აი მერამდენაედ დაჩაგრეს ლევანდოლსკი აი ამის გამო ნახეთ რა დედის… გაადენინებენ ბარსელონას ალიანს არენაზე, აქ კიდე ხლახი ბაიერნს რად უნდამ ოგებაო რად უნდა კი არა სულ პოლონურად უზამს მკვდარ ცოცხალს შტეგენს ლევანა და ბაიერნი. ასეთი სამარცხვინო დაჯილდოება აი რავიცი მოდრიჩზე საშIნელება ახლა მოხდა იმენა ტიპს 2 წელია ართმევენ ოქროს ბურთს აი რით ფასდება ეს დედაფეთქებული ოქროს ბურთი მარტლა ვერ ვიგებ


    შენგან მართლა არ გამკვირვებია, რაც დაწერე. მარტო ერთ რაღაცას ვერ ვხვდები. რატომ პირდაპირ არ ამბობ, რომ რეალის ფანი ხარ და არა ბარსასი. გადაცმული აგენტივითხარ, რომელიც ცდილობს დამალოს, მაგრამ არ გამოსდის. შიგნით თეთრი მაისური, რომ გაცვია ამის აღიარება, რატომ გიტყდება, ან ტოტი რა შუაშია?! არ მითხრა ეხლა მოხიბლული ხარ მაგ ადამიანით, რომას ბოლომდე უჯიგრა და რაღაცა ზღაპრები, როგორც ერთხელ დაწერე. მე ვარ ბარსას ფანი, მიყვარს და მეყვარება ეს ერთადერთი გუნდი ბოლომდე და ამას არსად და არასდროს არ დავმალავ, თუნდაც მე-15 ადგილას დაამთავროს სეზონი.

  • BlauGrana_DS
    schedule 30 ნოე 2021, 10:06
    #22

    აქ შემოპარულ დაბოღმილ მადრიდისტებს, რომელთათვისაც მთავარია, რომ ჯილდო მესის არ მიეღო და რაკი მიიღო მე-7 ოქროს ბურთი, გამწარებულები საკუთარ უკანალებზე იკბენენ, მათ ვაცნობებ რომ, ჩვენი ლომისათვის 613 ხმის მიმცემი ფეხბურთის სპეციალისტების და ექსპერტების კუილადაც არა ღირს თქვენი ბოდვები.
    მადრიდისტებო, გასკდით გულზე:
    ლიონელ მესის ("პსჟ"), რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო, 613 ქულა ერგო, მეორე ადგილზე გასულ რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი") კი – 580.
    დანარჩენი სამეულის შედეგები შემდეგნაირია: ჟორჟინიო ("ჩელსი") – 460 ქულა, კარიმ ბენზემა ("რეალი") – 239 ქულა, ნ'გოლო კანტე ("ჩელსი") – 186 ქულა.
    თქვენი შტერზემა და სლინიციუსი ამ დონესთან ახლოსაც ვერ მივლენ ვერასდროს!!!

  • nika 54
    schedule 30 ნოე 2021, 08:57
    #21

    ვულოცავთ, და ერთადერთი რაზეც ალბათ მუდამ იდარდებს 2014-ის მუნდიალია.