დიეგო ალმეიდა “ბარსელონას” ერთ-ერთი მომავალია და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, უკვე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
5 დეკემბერს ეკვადორის ნაკრები ელ სალვადორს ამხანაგურად დაუპირისპირდება. ეკვადორელთა განაცხადი ცნობილია და მასში “ბარსას” 17 წლის ფეხბურთელიც მოხვდა.
ალმეიდა “ლა მასიას” ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ცენტრალურ მცველად ითვლება და როგორც ირკვევა, არცთუ უსაფუძვლოდ – ფეხბურთელს ჯერ “ბარსა ბ-შიც” კი არ უთამაშია და უკვე ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.
დიეგო ალმეიდა კატალონიაშია დაბადებული, მაგრამ მას ეკვადორის მოქალაქეობა აქვს.
კარგია თუ ასეთი კარგი მცველია მაგრამ რაც არ უნდა სცადოს ეკვადორმა თუ სხვა ნაკრებში უნდა მაინც ვერ შეაცვლევინებენ აზრს
ეკვადორის ნაკრებში გამოიძახეს ხო?
როგორც ჩვენ დავასწარით ფრანგებს და "ცხვირწინ ავაცალეთ" მიქაუტაძე

სწორია მგონი მეც დავფიქრდი, ფატიზე რაც დაემართათ.
როგორ მოასწრეს 17 წლის ბავშვის ნაკრებში გამოძახება, როცა მთავარ გუნდშიც კი არ უთამაშია ჯერ. ეტყობა მართლა ეშინიათ ესპანეთმა არ დაასწროს.
გასაგებია, ეშინიათ, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაში არ მოინდომოს და "დასწრებაზე ითამაშეს" ეკვადორელებმა