ესპანური პრესა უკვე თამამად ალაპარაკდა იმაზე, რომ კატალონიის “ბარსელონას” განაპირა მცველი, ჯანლუკა ძამბროტა გუნდს იანვრის სატრანსფერო სეზონის დროს დატოვებს.
იტალიური “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ არაერთგვაროვნად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შემადგენლობის გაძლიერება არ იგეგმება და გუნდი არც ძამბროტას შეძენას არ აპირებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები ძამბროტას სწორედ ზამთარში აგზავნიან “მილანში”.
თავად ძამბროტა არ მალავს სამშობლოში დაბრუნების სურვილს, ამის მთავარი მიზეზი კი არის მისი ცოლი, რომელსაც იტალიაში დაბრუნება სურს.
კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ძამბროტას ავალდებულებს “ბარსელონაში” კიდევ ორი წლის განმავლობაში ითამაშოს, მაგრამ სავარაუდოდ კატალონიური კლუბი მასში დიდ კომპენსაციას არ მოითხოვს. “მილანმა” შესაძლოა ბლაუგრანას 11 ნომერი ხელში სულ რაღაც სამ მილიონ ფუნტად ჩაიგდოს.
წყარო: www.football.ua