ახლახანს, “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 17 წლის ფორვარდმა, ილიას აკომაკმა, რომელიც ტრავმირებული იყო, ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.
ილიასი “ბარსა ბ-ს” წევრია, თუმცა, მასთან დაკავშირებული სიახლეები პირველ გუნდსაც მალე შეეხება: ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ჩავი ერნანდესი სასიამოვნოდ გააკვირვეს. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, სარეზერვო გუნდის წევრები სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ და მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.
იმის შანსი, რომ კატალონიელ-მაროკოელ ფეხბურთელს დღეს “ესპანიოლთან” მატჩის განაცხადში ვიხილავთ, არც ისე დაბალია.
აკომაკმა მიმდინარე სეზონში “ბარსა ბ-ს” 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებს კი 6-ჯერ დაეხმარა.




ეგენი უფრო შავები არიან ხოლმე
ალბათ ამის გამოსასყიდიც მილიარდი იქნება მალე.
აკომაკია თუ აკომაჩი
ესპანელ-მოროკოელი ყოფილა, მე კიდევ რატომღაც გვინეა-გვინეა-ბისაუდან მეგონა