workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავისა და ვისენტე მორენოს დაპირისპირება ფეხბურთელობის დროს

ჩავისა და ვისენტე მორენოს დაპირისპირება ფეხბურთელობის დროს

ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ შეხვედრას “ესპანიოლის” წინააღმდეგ, 20 ნოემბერს ჩაატარებს.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავისა და “კორნელია-ელ პრატის” ბინადრების ამჟამინდელ თავკაც ვისენტე მორენოს ფეხბურთელობის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ერთხელ უთამაშიათ – აღნიშულ მატჩში, რომელიც 2009-10 წლების სეზონში გაიმართა, “ბარსამ” “ხერესს” ჟეფრენის, ტიერი ანრისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებით 3-1 მოუგო.

წყაროს ცნობით, ერნანდესმა სრული მატჩი ჩაატარა, მორენომ კი მოედანზე მხოლოდ 28 წუთი დაჰყო და ლეო მესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის გაფრთხილებაც მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2021, 20:53
    #2

    იყოს 3-1 თანახმა ვარ.

  • me da barca
    schedule 20 ნოე 2021, 14:41
    #1

    ჰოდა წაკუზე დღეს