აბდე ეზალზული, შესაძლოა, ესპანიოლთან სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ

აბდე ეზალზული, შესაძლოა, ესპანიოლთან სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ

ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” მუშაობას საკადრო პრობლემებით იწყებს. “ესპანიოლთან” ზეგ გასამართი მატჩისთვის მის განკარგულებაში პირველი გუნდიდან მხოლოდ 3 თავდამსხმელი იქნება – მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და იუსუფ დემირი.

ცნობილია, რომ ჩავი ისეთ გარემარბებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ფლანგებს მაქსიმალურად შლიან, ასეთი კი ხსენებული სამეულიდან არცერთია. სწორედ ამის გათვალისწინებით, Sport ვარაუდობს, რომ ერნანდესი “ბარსა ბ-დან” 19 წლის აბდე ეზალზულის თამაშის შანსს მისცემს.

ერთ-ერთ ვარიანტად მარჯვენა ფლანგზე იუსუფ დემირის დაყენება განიხილება, მაგრამ მას ნაკლები შანსი აქვს, რადგან ავსტრიელი უფრო ფლანგიდან ცენტრში შეწევით გამოირჩევა და არა თამაშის გაშლით. ასე რომ, დიდი შანსია, “ესპანიოლთან” გასამართ დერბიში “ბარსელონას” შეტევა ასეთი იყოს – მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი, აბდე ეზალზული.

აბდემ პირველ გუნდში უკვე 2 თამაშის ჩატარება მოასწრო და მას ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    18 ნოე 2021, 21:45

    ხო ლუკ დე იონგი დააყენოს და იქნება დროზე ადრე დაამთავროს ჩავიმ კარიერა.

  • EL MAESTRO 6
    18 ნოე 2021, 16:36

    არ ჩანს ცუდი როჟა, სწრაფიცაა და ტექნიკურიც, დემბელე თუ არ გვეყოლება გავის გარემარბობას ნაღდად აჯობებს