workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ახალგაზრდა თავდამსხმელებით დაინტერესდა

ბარსა ახალგაზრდა თავდამსხმელებით დაინტერესდა

არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი შეტევის გაძლიერება და გარემარბის შეძენაა. 41 წლის სპეციალისტს ისეთი ფეხბურთელის დამატება უნდა, რომელსაც ფლანგებზე თამაში შეუძლია. “ბლაუგრანას” სიაში უკვე შედიან დანი ოლმო, ფერან ტორესი და ქარიმ ადეიემი, Mundo Deportivo-ს ცნობით კი მათ ჯერემი დოკუ და არტურ ვიქტორ გიმარაეშიც შეუერთდნენ.

დოკუ 19 წლისაა, რომელიც ამჟამად “რენში” თამაშობს. ბელგიელი შემტევი ფრანგულ კლუბს გასულ ზაფხულში “ანდერლეხტიდან” 26 მილიონ ევროდ შეუერთდა. MD-ს ინფორმაციით, “ბარსა” დოკუს უსმან დემბელეს წასვლის შემთხვევაში დაიმატებს.

23 წლის არტური ბრაზილიურ “ბრაგანტინოში” ირიცხება. მას ევროპაში თამაშის გამოცდილება არ აქვს, თუმცა, კატალონიურ კლუბს ბრაზილიელი უფრო იაფი დაუჯდება, თანაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნება “ბარსელონაში” გადასვლაა. არტურმა AS-თან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა: 

ჩემი ოცნება “კამპ ნოუზე” თამაშია, სადაც ჩემი კუმირები გამოდიოდნენ, ბრაზილიელი ლეგენდები. იქ თამაში ყოველთვის მინდოდა და გავაგრძელებ მუშაობას იმისათვის, რომ ერთ დღეს ასეც მოხდეს.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 21:46
    #7

    მოკლედ კაი შორსმიმავალი გეგმები ქონია ჩავის, მაგრამ 10 მილიონით ამდენს გაწვდება ვითომ?

  • lesane C
    schedule 18 ნოე 2021, 20:55
    #6

    ევროზე მომეწონა კარგად ამწვავებდა

  • me da barca
    schedule 18 ნოე 2021, 19:48
    #5

    ციტატა: ani-messi-goat
    ადეიმი დოკუ და აიაქსის ანტონი როა ამ სამიდან ორი მაინც უნდა იყიდონ

    მუგურუზა ჩემპიოოოოოოონ :დ barca-5


    Ani-barca 10 სადაა? 🤔

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 18 ნოე 2021, 18:29
    #4

    NEYBarca,
    დეპაის გაყიდვა? წადი დაიძინე

  • ani-messi-goat
    schedule 18 ნოე 2021, 16:48
    #3

    ადეიმი დოკუ და აიაქსის ანტონი როა ამ სამიდან ორი მაინც უნდა იყიდონ

    მუგურუზა ჩემპიოოოოოოონ :დ barca-5

  • NEYBarca
    schedule 18 ნოე 2021, 16:41
    #2

    ციტატა: MeMpiS..
    აბა ზამთარში ვერაფერს ვერ ვიზამთო?თუ იმიტომ აკვირდებიან რომ სიმპატიურია?… არა ნაღდად არაა…


    ალბათ გაყიდიან ვინმეს ? დეპაი და კოუ თუ გაყიდეს, 50 მილიონს ვერ გააკეთებენ ?

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ნოე 2021, 16:35
    #1

    აბა ზამთარში ვერაფერს ვერ ვიზამთო?თუ იმიტომ აკვირდებიან რომ სიმპატიურია?… არა ნაღდად არაა…