ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანილომ, თანამემამულე დანი ალვესის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონაში” დაბრუნდა.
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც რომელიმე კლუბის მაისურის სატარებლად არიან შექმნილები, დანი ალვესისა და “ბარსელონას” შემთხვევა კი სწორედ ასეთია. მისი “ბარსელონაში” დაბრუნება შესანიშნავი სანახავია, რადგან იგი ფეხბურთისგან სიამოვნებას კვლავ იღებს.
38 წლის ფეხბურთელის მიზანს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში წარმოადგენს, დანილო კი მასთან კონკურენციის შესახებ დასმულ კითხვას ასე პასუხობს:
დანი მუდმივად უმაღლეს დონეზე იმყოფება, მასთან კონკურენცია კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მე განვითარებაში მეხმარება.
– თქვა მან არგენტინასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრა, თბილისის დროით, 17 ნოემბერს, 03:30 საათზე დაიწყება.
ეს რომელი თამაშია, ექიმები რო შეიჭრნენ მოედანზე და გააჩერეს. თუმცა არა ეხლა ვნახე არგენტინაშია თამაში. ესე იგი მეორე წრის თამაშია და იმ ჩაშლილ თამაშს რა ეშველება. გადათამაშება თუ წაგებას ჩაუთვლიან არგენტინას.