Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დანი ალვესი “ბარსელონას” ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც კლუბმა შეიძინა.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ლეგენდამ, – 38 წლის, 6 თვისა და 6 დღის ასაკში, – ლილიან ტურამის მაჩვენებელი გააუმჯობესა.
კატალონიური გამოცემის თანახმად, დანი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მე-5 ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იქნება – მას ხაოკინი (“ბეტისი”), დიეგო ლოპესი (“ესპანიოლი”), ხორხე მოლინა (“გრანადა”) და კლაუდიო ბრავო (“ბეტისი”) უსწრებენ.
ასევე, საინტერესოა, რომ ვინაიდან დანი იანვრამდე ვერ ითამაშებს, Transfermarkt-ის თანახმად, ის, პირველივე მატჩში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, ხოსე მანუელ პინტოს რეკორდს მოხსნის და “ბარსას” ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდება – კატალონიელთა ყოფილი მეკარე 2014 წლის 17 მაისს, მადრიდის”ატლეტიკოს” წინააღმდეგ, მოედანზე 38 წლის, 6 თვისა და 9 დღის ასაკში გავიდა.
“ბლაუგრანამ” ალვესის დაბრუნება გუშინ ოფიციალურად დაადასტურა. ბრაზილიელი უკვე ბარსელონაშია და მზადაა, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყოს.
"Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დანი ალვესი "ბარსელონას" ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც კლუბმა შეიძინა"[u]
ისე შეიძინა ცოტა ხმამაღლა ნათქვამი ხო არ არის. პროსტო მოვიდა რა. ხა ხა რეგისტრაციის ფული წავიდეს ტებასთან იმ გაუმაძღართან.
ახლანდელი ფორმითაც კი აჯობებს დესტს და ალბათ მოედანზე თამაში მისი მოყვანის მიზნის მხოლოდ 10 პროცენტია, დანარჩენი 90%კი ის არის რასაც მოადნის გარეთ გააკეთებს❤❤