ჩავიმ ჟაუმე მუნილი სამწვრთნელო შტაბში დაამატა

ჩავიმ ჟაუმე მუნილი სამწვრთნელო შტაბში დაამატა

ჟურნალისტ ფერან მარტინესის ცნობით, “ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა თავის სამწვრთნელო შტაბს ჟაუმე მუნილი დაუმატა, რომელიც აქამდე კატალონიელთა ფუტზალის გუნდში მუშაობდა.

წყაროს ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა მუნილი საფეხბურთო კარიერის დროს გაიცნო.

ჟაუმე ფიზიკური მომზადების მწვრთნელია, რომელსაც ჩავი ენდობა და ამასთან, მათ ძალიან კარგი ურთიერთობაც აქვთ.

“ბარსას” მწვრთნელის რანგში ჩავი ერნანდესი “კამპ ნოუს” წინაშე გუშინ წარსდგა. იგი მუშაობას დღეს შეუდგება და პირველ სავარჯიშო სესიას გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 17:05

    ესე იგი მანდაც მოსულა ძმაკაცობა და ამბები. ქართულ ჯიგრულ პონტში.

  • La Pulga10
    schedule 09 ნოე 2021, 15:42

    გამოიცნო არა ამოხსნა კიდე,გაიცნო უნდა ეწეროს smile .ვაახ რა კაია ბიჭო,ჯერ არ მოსულა და უკვე რამდენი რამე გააკეთა.