“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს, აზრით, ლიონელ მესიმ ნოემბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
ბრაზილიელი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, ტრავმის მიუხედავად, 34 წლის ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახეს და ამის საწინააღმდეგოდ კლუბს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
ჩვენ არ ვეთანხმებით იმ ფეხბურთელის ნაკრებში გაშვებას, რომელიც თავს კარგად არ გრძნობს ან რეაბილიტაციის პროცესს გადის. ასეთი რამ ალოგიკურია და მსგავსი საკითხი FIFA-ს მიერ უნდა რეგულირდებოდეს.
– ამბობს ლეონარდო Le Parisien-თან ინტერვიუში
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიონელ სკალონის გუნდი 13 ნოემბერს (03:00 საათი) ურუგვაის , ხოლო 17 ნოემბერს (03:30 საათი) კი ბრაზილიას დაუპირისპირდება.