workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაიზერსლაუტერნ! კაიზერსლაუტერნ! კაიზერსლაუტერნ!..

კაიზერსლაუტერნ! კაიზერსლაუტერნ! კაიზერსლაუტერნ!..

ანდრეს ინიესტას მიერ “ჩელსის” კარში გატანილი ისტორიული გოლი ყველა ჩვენგანს არაერთხელ უნახავს. თუ თქვენ ეს გოლი კატალონიური კომენტარით გაქვთ ნანახი, აუცილებლად მიაქცევდით ყურადღებას იმას, რომ ერთ-ერთი კომენტატორი განუწყვეტლივ იმეორებს: “კაიზერსლაუტერნ! კაიზერსლაუტერნ! კაიზერსლაუტერნ!…”

ინგლისი, ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”, “ჩელსი”, “ბარსელონა”, ანდრეს ინიესტა… რა შუაშია ამ ყველაფერთან დღეს უკვე ნაკლებად ცნობილი გერმანული გუნდი “კაიზერსლაუტერნი”?

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად 1992 წელს მოიგო. იმ ტურნირის გმირად რონალდ კუმანი ითვლება, რომელმაც “სამპდორიასთან” გამართულ ფინალში ერთადერთი გოლი გაიტანა. მაგრამ ტურნირს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა – ხოსე მარი ბაკერო.

ჩემპიონთა ლიგის 1991/92 წლების სეზონის პირველ ორ ეტაპზე “ბლაუგრანას” გერმანული გუნდები შეხვდა. როსტოკის “ჰანზას” 3-1 დამარცხების შემდეგ კატალონიელები “კაიზერსლაუტერნს” დაუპირისპირდნენ. “კამპ ნოუზე” გამართული პირველი შეხვედრა “ბარსამ” ჩიკი ბეგირისტაინის დუბლით 2-0 მოიგო და განმეორებით მატჩს კარგი ფორით შეხვდა.

განმეორებითი დაპირისპირების პირველი ტაიმი გერმანელებმა 1-0 მოიგეს. მე-2 ტაიმის სტარტზევე მასპინძლებმა ანგარიში 2-0 გახადეს, რაც ორი მატჩის ჯამში სრულ თანაფარდობას ნიშნავდა. 76-ე წუთზე “კაიზერსლაუტერნი” უკვე 3-0 იგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგიდან ვარდებოდა. თამაშის ბოლო წუთზე კი ხოსე მარი ბაკერომ კუმანის ჩაწოდება გამოიყენა და ლამაზი თავური დარტყმით ანგარიში 3-1 გახადა. ორმატჩიანი დაპირისპირება 3-3 დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო მომდევნო ეტაპზე “ბარსელონა” გავიდა, საბოლოოდ კი ტურნირიც მოიგო.

დღეს 6 ნოემბერია, ბაკეროს ისტორიული გოლიდან ზუსტად 30 წელი გავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 06 ნოე 2021, 17:31
    #3

    ციტატა: azulgerana
    100%= ბურთის ფლობა გვქონდა მაგ თამაშში და 11 ფეხბურთელი ჩელსის ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში საჯარიმო მონაკვეთში იდგა და ბურთი ვერ აღწევდა მეკარემდე ხოლო ანდრეს ინიესტამ ზუსტი მომენტი და ზუსტი მიმართულება შეურჩია არავინ ელოდა ესეთ დარტყმას. მაშინ გაფარჩაკდა ჩელსი და მოურინიო.


    მოურინიო რა შუაშია? მოურინიო ინტერის მწვრთნელი იყო იმ წელს. ჩელსის ბარსასთან დროებით გუს ჰიდინკი წვრთნიდა.

  • azulgerana
    schedule 06 ნოე 2021, 17:04
    #2

    100%= ბურთის ფლობა გვქონდა მაგ თამაშში და 11 ფეხბურთელი ჩელსის ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში საჯარიმო მონაკვეთში იდგა და ბურთი ვერ აღწევდა მეკარემდე ხოლო ანდრეს ინიესტამ ზუსტი მომენტი და ზუსტი მიმართულება შეურჩია არავინ ელოდა ესეთ დარტყმას. მაშინ გაფარჩაკდა ჩელსი და მოურინიო.

  • me da barca
    schedule 06 ნოე 2021, 13:59
    #1

    საიდან გაუტანა ტიპმა, ზოგიერთები 3 მეტრიდან აცილებენ კარს.