workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ ბარსადან 5 ფეხბურთელი გამოიძახა

ლუის ენრიკემ ბარსადან 5 ფეხბურთელი გამოიძახა

რამდენიმე წუთის წინ, ნოემბრის მატჩებისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი.

ლუის ენრიკეს მიერ გამოძახებულ 25 ფეხბურთელს შორის, 5 “ბარსელონელია”: სერხიო ბუსკეტსი, ერიკ გარსია, გავი, ანსუ ფატი და ჟორდი ალბა. აქვე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ენრიკემ ნაკრებში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს უხმო – დანი კარვახალი.

“ფურია როხა” მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას 11 ნოემბერს (საბერძნეთი) და 14 ნოემბერს (შვედეთი) გამართავს. B ჯგუფს 15 ქულით შვედეთის ნაკრები ლიდერობს, ესპანეთი მას 2 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ 11 ნოემბერს, სკანდინავიელები ბათუმში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 15:43
    #7

    თუ კარვახალი დაემატა, აბა გასულა ესპანეთი პირველი ადგილით.

  • Albicelecte
    schedule 05 ნოე 2021, 16:28
    #6

    ალიბი გაიკთა და კარვახალი გამოიძახა?! აი, მადრიდელებსაც ვაქცევ ყურადღებასო?!
    მაგრად მეცინება, ეშმაკობაც უსწავლია ლუჩოს

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 ნოე 2021, 16:13
    #5

    ძალიან მაინტერესებს ფატის თამაში ნაკრებში, წესით ნიკოც უნდა გამოეძახებინა ლუჩოს

  • me da barca
    schedule 05 ნოე 2021, 15:58
    #4

    ამ სანაკრებო პაუზებმა გაღუნა რა ტვინი.

  • Iniesta_8
    schedule 05 ნოე 2021, 15:40
    #3

    ვაბშე არ მინდა ამათი ნაკრებში თამაში, არ არიან მზად ამხელა დატვირთვისთვის.
    ხავის გარემარბი უნდაო და იმედია ზამთარში ისააკს იყიდიან, სოსიედადს ოთხეულითვის ბრძოლაში დაასუსტებენ და გუნდსაც წესიერი გარემარბი ეყოლება.

  • CuleTillIDie
    schedule 05 ნოე 2021, 15:39
    #2

    ნიკო როგორ არ გამოიძახა, არადა ყველაზე აქტიური ეგ იყო ბოლო რამდენიმე თამაში

  • davidus2020
    schedule 05 ნოე 2021, 15:12
    #1

    შარშან ხო პედრის ახადეს სული,სანამ ტრამვები არ მიიღო, ახლა გავის შეუჩდენ. ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამხელა დატვირთვები არ შეიძლება.