მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

პეპ გვარდიოლას როგორც იქნა საშუალება მიეცა გუნდის ძირითად ბირთვთან მუშაობის. პუიოლი, მაქსველი და აფელაი ძირითადი ჯგუფისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ, ხოლო პიკემ და ბუსკეტსმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

პირველი გუნდის სესიაზე მყოფ ფეხბურთელებს ბ გუნდიდან კუენკა, ლობატო, დალმაუ, მონტოია და დოს სანტოსი დაემატა. ასაკობრივი გუნდიდან კი დონგოუ.

მომზადება კვირისთვის

ბოსი ფეხბურთელებთან ერთად ბევრს იმუშავებს, რათა გუნდი კვირას გასამართი მატჩისთის კარგად მოემზადოს, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ამ სესიის გარდა ფეხბურთელები ხვალ (დღეს.რედ) 2–ჯერ ივარჯიშებს და დედაქალაქში გამგზავრების დღეს, შაბათს დილით კიდევ ერთი ვარჯიში გაიმართება.

სერხიო და პიკე საეჭვოა

სამედიცინო ტესტების გავლის შემდეგ ხერარდ პიკეს და სერხი ბუსკეტსის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში