ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 იანვარს მოხდა.

თამაშები

7 იანვარს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1934 წელი

"ბარსელონამ" ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა და პადრონისა და ვანტოლრას გოლებით "ოვიედო" 2-0 დაამარცხა.

1958 წელი

ლადისლაო კუბალამ "ბარსელონას" წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ სურს, გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყოს.

1995 წელი

"ბარსელონასთან" ერთად "რეალ მადრიდის" 5-0 დამარცხების შემდეგ მიკაელ ლაუდრუპი მადრიდულ გუნდში გადავიდა და სწორედ ამ დღეს ისევ 5-0 მოიგო, ამჯერად "სამეფო კლუბის" მაისურით.

2006 წელი

"ესპანიოლთან" სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში ვიქტორ ვალდესმა ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.

2013 წელი

ლიონელ მესიმ თავისი მე-4 "ოქროს ბურთი" მოიგო.

2015 წელი

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ იმ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დააანონსა.

2018 წელი

"ლევანტესთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში თავისი მე-400 თამაში ჩაატარა და თავი გოლითაც გამოიჩინა.

2019 წელი

"ბარსელონას" ხელბურთის გუნდის მარცხენა შემტევი კასპერ მორტენსენი ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 7 იანვარი 2021 15:44
    0
    ბართომეუ და ჯანდაბა მაგას, გუნდი გაანადგურა მაგ სათვალიანმა ბებერმა
    Culé [?]
    #2 7 იანვარი 2021 11:44
    1
    მომწონს ეს რუბრიკა ყოველდღიურად ვიგებ ინფოს ბარსას წარსულიდან....👍👍👍
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 7 იანვარი 2021 11:42
    0
    რა ცუდია ბართომეუ ჩვენი ისტორიის ნაწილი რომაა😒
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"