“ბარსელონამ” დონი ვან დე ბეეკის შეძენა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ, ამჯერად 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცადოს.
Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელ ნახევარმცველს იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს, “ბარსა” კი, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს იმ კლუბთა შორის, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს.
24 წლის ფეხბურთელის აგენტი ალი დურსუნი გახდა, რომელიც ფრენკი დე იონგსაც უწევს მომსახურებას. ამ ფაქტმა კი ვან დე ბეეკის “ბარსაში” ტრანსფერი, შესაძლოა, უფრო გააადვილოს.
Sport წერს, რომ “ბლაუგრანას” ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მხოლოდ იჯარაზე შეთანხმებაა შესაძლებელი.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ვან დე ბეეკი 2020 წელს 40 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა სათამაშო დროს, პრაქტიკულად, არ აძლევდა, რითაც ფეხბურთელი, ცხადია, უკმაყოფილოა.
დე ბეეკის იჯარა კაი ვარიანტია თუ გაამართლებს გამოვისყიდით
კრეატიული ნახ დაცვა იქნება: პედრი-დე იონგი-ვან დე ბეეკი და თადარიგში იქნებიან: გავი-ბუსკეტსი-ნიკო + რობერტო
და რით ჯობია პედრის გავის და ნიკოს ??? სასაცილოა
ო მოუყვანონ კაია ფული გვაქ? დდ
მითუმეტეს რომ არ გვაქ ,რაც გვაქ ის ნაგავში არ უნდა გადავყაროთ
"ბარსელონამ" დონი ვან დე ბეეკის შეძენა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ, ამჯერად 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სცადოს.
Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელ ნახევარმცველს იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს, "ბარსა" კი, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს იმ კლუბთა შორის, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს.
24 წლის ფეხბურთელის აგენტი ალი დურსუნი გახდა, რომელიც ფრენკი დე იონგსაც უწევს მომსახურებას. ამ ფაქტმა კი ვან დე ბეეკის "ბარსაში" ტრანსფერი, შესაძლოა, უფრო გააადვილოს.
აი ესაა ნიუსი? შესაძლოა, შესაძლოა, შესაძლოა!
მაგარ ფაქტებს გვიდებთ, წყალი არ გაუვა. შესაძლოა დავიჯეროთ კიდეც.
თავის დროზე არც უცდოა ბარსას შეძენა.. ეს როგორც აიაქსში თამაშობდა იდეალური იქნება მასეთი სტილის იგროკი გუნდში
ოჰ ისევ ეს ჰოლანდიელები
დაელოდონ ჩავის და იქამდე ტყუილად არ ფლანგონ ფული, ჩავი კიდე ვისაც მოითხოვს ის მოუყვანონ