workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონრადი: ბარსასთან შედარებით, აქ ვარჯიშები გაცილებით უფრო დატვირთულია

კონრადი: ბარსასთან შედარებით, აქ ვარჯიშები გაცილებით უფრო დატვირთულია

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, კონრად დე ლა ფუენტე, რომელიც გასულ ზაფხულში “მარსელს” შეუერთდა, ამ ორ კლუბში არსებული ფიზმომზადების შესახებ საუბრობს.

ამერიკელი ამბობს, რომ ხორხე სამპაოლის გუნდში ფეხბურთელები გაცილებით უფრო სერიოზული დატვირთვით ვარჯიშობენ. სხვაობა იმდენად დიდია, რომ მას ახალ რეჟიმთან შეგუება გაუჭირდა.

აქ, ვარჯიშები ძალიან განსხვავებულია, განსაკუთრებით, პრესეზონის დროს. სხვაობა წარმოუდგენელია. ჩვენ დღეში ორ სესიას ვატარებთ. პირველი ვარჯიში დილის 8 საათზე იწყება, გაღვიძება 7 საათზე მიწევს.

ვარჯიში, დაახლოებით, ორი საათი გრძელდება, შემდეგ, 1 საათს დარბაზში ვატარებთ. ნაშუადღევს, კიდევ ერთხელ ვვარჯიშობთ. დასვენების დღეები არ გვაქვს. ამასთან შეგუება რთული იყო.

– ამბობს დე ლა ფუენტე ჟერარ რომეროსთან ინტერვიუში.

20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “ბარსელონამ” 3 მილიონი ევრო მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 27 ოქტ 2021, 20:40
    #7

    ეტყობა კიდეც გუნდს, რა დღეში ჩააგდო პსჟ სამპაოლიმ წინა კვირას, ბეწვზე გადაურჩნენ წაგებას. სულ ეკიდათ ნეიმარიც და მესიც, დი მარიაც და მბაპეც.

  • Tornike Rekhviashvili
    schedule 27 ოქტ 2021, 05:23
    #6

    არ ეტყობა თუ რა,ვინიციუსმა ფინია ძაღლებივით არბებინა მთელი ბარსას დაცვა

  • cezo45
    schedule 27 ოქტ 2021, 03:36
    #5

    აბა ესენი ერთ თამაშს ითამაშებენ მერე 2 დღეს ისვენებენ და მომდევნო თამაშის წინ მსუბუქად წაივარჯიშებენ ბურთის კონტროლში. ეგაა ბარსას ვარჯიშები სამწუხაროა მაგრამ ასეა..

  • Albicelecte
    schedule 27 ოქტ 2021, 02:33
    #4

    არ ეტყობა გუნდს?! დასეირნობს სასტავი და ფიზიკურად კატის კნუტებივით არიან rage

  • M10 S9 D11
    schedule 27 ოქტ 2021, 01:01
    #3

    შანსი არ მისცეს ამ ბიჭს არადა ძაან ნიჭოერია არ უნდა გაგვეშვა

  • Iniesta_8
    schedule 27 ოქტ 2021, 00:41
    #2

    კუმანმა თქვა ისე ითამაშებ როგორც ვარჯიშობო და კი ჩანს როგორ ავარჯიშებს კლუბს. საერთოდ ყველა ფეხბურთელი იმას იძახის რომ ბარსელონა ძალიან ცოტა ხანს ვარჯიშობს, დღესდღეობით ფიზიკურობა უმნიშვნელოვანესია და ამ მუქთახორებს ეგეც კი ეზარებათ. ხელფასი კი უნდათ უმაღლესი. როდის მივა კლოპი, ფლიკი ან ეგეთი მწვრთნელი სული რომ ამოხადოს ვარჯიშით ამ უნიათოებს.

  • frenkie dejong21
    schedule 27 ოქტ 2021, 00:20
    #1

    იმენა გუნდს პატრონი აღარ ყავს ☹️