workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაიოსთან თამაშის მსაჯი ცნობილია

რაიოსთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ლა ლიგის მე-11 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები ცნობილი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილია “რაიო ვალიეკანოსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი არბიტრის ვინაობაც.

შეხვედრას 44 წლის გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი გაუძღვება.

ლაოსი ესპანეთის ჩემპიონატში 2008 წლიდან მსაჯობს. მას ლა ლიგაში 252 მატჩში უმსაჯია. იგი თამაშში საშუალოდ 4.92 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს.

ლაოსი “ბარსასთვის” კარგად ნაცნობი სახეა. ვალენსიელ მსაჯს “ბლაუგრანას” შეხვედრებში მონაწილეობა 43-ჯერ მიუღია. ამ თამაშებში კატალონიელთა სტატისტიკა ასეთია – 29 მოგება (67%), 9 ფრე (21%) და 5 წაგება (12%). ლაოსმა “ბარსელონას” ფეხბურთელი მოედნიდან 6-ჯერ გააძევა, მეტოქე გუნდის მოთამაშე კი – 9-ჯერ. მან “ბარსას” სასარგებლოდ – 6, ხოლო საწინააღმდეგოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ბოლოს, როდესაც ლაოსმა “ბარსელონას” შეხვედრაში იმსაჯა, პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 35-ე ტურში “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩია. შეხვედრაში, რომელიც 0-0 დასრულდა, მან კატალონიელები და მადრიდელები თანაბრად გააფრთხილა (3-3).

ლაოსის მონაწილეობით “რაიოს” სტატისტიკა ასეთია – 20 მატჩი, 5 მოგება (25%), 7 ფრე (35%) და 8 წაგება (40%). მან მადრიდული გუნდის მოთამაშეს წითელი ბარათი 5-ჯერ უჩვენა, მოწინააღმდეგე ფეხბურთელს კი – 2-ჯერ. ლაოსმა “რაიოს” სასარგებლოდ 5 პენლატი დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი – 2.

“რაიოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ოთხშაბათს თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 აპრ 2022, 17:26
    #5

    დაგვერხა😐

  • ROUCH
    schedule 22 აპრ 2022, 16:44
    #4

    ცუდათ არი ჩვენი საქმე დაცვაში ლენგლე გარსია თუ მოუწია მითუმეტეს. გავი თუ იყო მაგის ყვითელიც წამოვა

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2022, 16:09
    #3

    ნუ კარგი სტატისტიკა გვაქვს და იმედა არც ეხლა დაგვაღალატებს. ნუ გაიფუჭებ სახელს ისიდორ!

  • La Pulga10
    schedule 22 აპრ 2022, 15:47
    #2

    ეუუ ეს აგვაყვითლებს და ისედაც შესუსტებულ შემადგენლობას კიდევ მლაკლდებიან.

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2021, 21:04
    #1

    სტატისტიკური მონაცემებით ვიგებთ.